Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:02 - 18 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთომ მეორე წინასაარჩევნო შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მაი.'10 / 16:19

  • მედიას დაბალანსება აკლია;
  • კამპანიის გარემო მშვიდია;
  • კონკურენტების უმეტესობის კამპანია ”კონკრეტულ თემებს” ეძღვნება;
  • ”ნდობის ნაკლებობა საარჩევნო პროცესში”

მიუხედავად ცალკეული ინციდენტებისა, საარჩევნო კამპანიის გარემო სიმშვიდით ხასიათდება, რომლის დროსაც კონკურენტების უმეტესობის კამპანია ”კონკრეტულ თემებს” ეძღვნება, ნათქვამია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშში

OSCE/ODIHR-ის შუალედური ანგარიში, რომელმაც თავისი სადამკვირვებლო მისია აპრილში განათავსა, 4 მაისიდან 15 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ბევრი სუბიექტი ”საარჩევნო პროცესებისადმი კვლავ აშკარა სკეპტიციზმს გამოხატავს”. ანგარიშში ნათქვამია, რომ სადამკვირვებლო მისიამ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფისგან მიიღო შეტყობინება დარღვევების შესახებ. ეს დარღვევები ეხებოდა კანდიდატებზე ზეწოლას, რომ მათ უარი ეთქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე, რომლის დროსაც მათ სამსახურის დაკარგვითაც ემუქრებოდნენ;  ასევე სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ უკანონო საარჩევნო კამპანიის წარმოებას და ადმინისტრაციული რესურსებისადმი არათანაბარ ხელმისაწვდომობას მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ.

ანგარიში ერთ შემთხვევაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის დროსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია და ადგილობრივი ხელისუფლების კიდევ რამოდენიმე წარმომადგენელი და სამართალდამცავი პარტია თავისუფლების მესტიის საკრებულოს კანდიდატებზეზე წოლაში დაადანაშაულეს. გასულ კვირაში, 3 მაისს მესტიაში მომხდარი ამ ინციდენტის ამსახველი კადრებიც გავრცელდა.

ანგარიშის თანახმად, ამ ინციდენტის შემდეგ გუბერნატორი, რომელსაც ინციდენტში მონაწილეობა ბრალდებოდა, შვებულებაშია გასული. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისმა სამთავრობო სამუშაო ჯგუფმა OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიას გაანდო საკუთარი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ამ საქმეში პროკურატორის ჩართვა უპრიანი იქნებოდა.

მთავრობამ 70-წამიანი სატელევიზიო რგოლის გაშვება დაიწყო, რომელშიც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აფრთხილებს საჯარო მოხელეებს, რომ კანდიდატებზე ზეწოლა, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მათთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემის საიდუმლოება არ იქნება დაცული და ასევე არჩევნებთან დაკავშირებული სხვა დარღვევები კანონით ისჯება.

შუალედურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ”ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზოგჯერ ბუნდოვანია”.

”ერთიანი საარჩევნო კოდექსის თანახმად სახელმწიფო თანამდებობის პირებს ეკრძალებათ აწარმოონ კამპანია სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას. ბევრმა კანდიდატმა, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებმა აიღეს შვებულება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად,” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საოლქო საარჩევნო კომისიის ”საქმიანობა გამოირჩევა გამჭვირვალობით და თანამშრომლობის სურვილით”. 

მედია

OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის 18 აპრილი-12 მაისის მედია მონიტორინგის წინასწარ ანგარიშში მითითებული იყო, რომ ”სატელევიზიო არხების უმეტესობა არათანაბარ დროს უთმობდა პრაიმ-ტაიმის ახალი ამბების ეთერში სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებისა და კანდიდატების გაშუქებას – ზოგიერთი მათგანი უპირატესობას ანიჭებდა სამთავრობო კანდიდატებს, ზოგი კი – ოპოზიციისას”.

ანგარიშის თანახმად, აქამდე მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ”სთავაზობდა მაყურებელს საარჩევნო კამპანიის შედარებით დაბალანსებულ სურათს პრაიმ-ტაიმის ახალ ამბებში”.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა პოლიტიკური და საარჩევნო ახალი ამბების 19% დაუთმო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და 13% – ალიანსს საქართველოსთვის. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თაოსნობით
შექმნილ ქრისტიან-დემოკრატიულ გაერთიანებას და ეროვნულ საბჭოს დაეთმოთ 12-12%, ნათქვამია ანგარიშში.

ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა და ”იმედმა” მმართველ პარტიის და მის მიერ წარდგენილი თბილისის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას მიმართ გამოხატეს მხარდაჭერა.

”ორივე არხი ფართოდ და დადებითად აშუქებს ხელისუფლების საქმიანობას საარჩევნო კამპანიის კონტექსტის გარეშეც, რითაც, არაპირდაპირი გზით, სამსახურს უწევს სამთავრობო კანდიდატებს,” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ანალოგიურ მიდგომას იჩენს ტელეკომპანია ”აჭარაც”.

ტელეკომპანია ”რეალ TV”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, ”დაუფარავ არაობიექტურობას იჩენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ”.

თბილისის მაუწყებელი არხები  ”კავკასია“ და „მაესტრო“ კი პირიქით, ”დღემდე ოპოზიციის, კერძოდ კი ”ალიანსი საქართველოსთვის“ პლატფორმის როლს ასრულებენ,” - ნათქვამია ანგარიშში. 

ანგარიშის თანახმად, დღემდე მხოლოდ გიგი  უგულავამ მოახერხა ”რუსთავი 2-ზე და ”იმედზე“ ფასიანი სარეკლამო რგოლების განთავსება, სადაც პოლიტიკური რეკლამების ფასები დაახლოებით ათჯერ ძვირია კომერციული რეკლამების ფასებზე.

კანდიდატები ინტენსიურად იყენებენ მაუწყებლების მიერ გამოყოფილ უფასო საეთერო დროს რეკლამისთვის. კანონის თანახმად, თითოეულ ”კვალიფიციურ” პოლიტიკურ პარტიას - ანუ იმ პარტიებს, რომელთაც წინა საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე შესაბამისად 4%-იანი და 3%-იანი ბარიერები გადალახეს, კერძო ტელეკომპანიამ უნდა მისცეს 30-წამიანი უფასო საეთერო დრო ყოველ საათში, ხოლო საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა - 60-წამიანი უფასო საეთერო დრო. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას არ ავალდებულებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მაინც სთავაზობს უფასო საეთერო დროს ე.წ ”არაკვალიფიციურ” მერობის კანდიდატებსაც. 

 

უახლესი ამბები
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.
17 ივნ.'13 17:38
ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს
ყოფილ პრემიერ–მინისტრს ასევე სურს, რომ მისმა ოჯახმა კუთვნილი საბანკო ანგარიშის განკარგვა შეძლოს, განაცხადა ადვოკატმა.
17 ივნ.'13 15:43
ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
17 ივნ.'13 14:47
შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
შსს–ს  ინფორმაციით, სამალავებში ასევე აღმოჩენილია სამართალდამცველების მიერ ადამიანების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოფირები.
17 ივნ.'13 10:57
ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის აქვს წაყენებული ბრალი.
16 ივნ.'13 17:24
სააკაშვილის რომში FAO-ს კონფერენციას ესწრება
პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
15 ივნ.'13 13:11
ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია
სასჯელაღსრულების სისტემის 16 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო; ერთს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
66

Visitors
Since July 1, 2001