Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ადგილობრივი არჩევნების გზამკვლევი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მაი.'10 / 17:02

საქართველოს ამომრჩევლები 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე, ოთხწლიანი ვადით 64 ახალ საკრებულოს აირჩევენ.

ადგილობრივი არჩევნებზე ყურადღება თბილისზე იქნება კონცენტრირებული, სადაც  ამომრჩევლები პირველად აირჩევენ მერს პირდაპირი წესით.

მერის არჩევნების შედეგები, ასევე მომავალი საკრებულოს კონფიგურაცია დედაქალაქში, სადაც ქვეყნის ამომრჩეველთა ერთი მესამედია თავმოყრილი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ ლანდშაფტს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა იწურება.

საკრებულოები

ოფიციალურად 69 ადგილობრივი საკრებულო არსებობს, თუმცა ხუთ მათგანს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა; ეს ის ხუთი საკრებულოა, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე აფხაზეთის (კოდორის ხეობა) და ცხინვალის რეგიონის (ერედვი, თიღვი, ქურთა და ახალგორი) ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობდა.

ყველა საკრებულო მაჟორიტარული და პროპორციული სისტემითაა დაკომპლექტებული. 

პროპორციული სისტემა

საკრებულოებში პროპორციული ადგილები იმ პარტიებს და საარჩევნო ბლოკებს შორის გადანაწილდება, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ რაიონებში.

თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის 4%-იანი ბარიერია დადგენილი.

საკრებულოების უმეტესობაში პროპორციული სისტემით გასანაწილებელი ადგილების რაოდენობა 10-ს შეადგენს.

გამონაკლისს დედაქალაქი წარმოადგენს, სადაც 25 ადგილია პროპორციული სისტემისთვის; და კიდევ სამი თვითმმართველი ქალაქი - ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი, სადაც საარჩევნო სუბიექტებს 15 ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა ამ თითოეულ ქალაქში.

64 საკრებულოში სულ 670 ადგილია პროპორციული სიით ასარჩევი კანდიდატებისთვის.

მაჟორიტარული სისტემა

მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა სხვადასხვა საკრებულოში სხვადასხვაა და ის კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სიდიდეზეა დამოკიდებული.

საკრებულოებს შორის უდიდესია თბილისის საკრებულო, სადაც 25 მაჟორიტარული ადგილია (თბილისის საკრებულოში სულ 50 ადგილია) გათვალისწინებული.

თბილისში პოლიტიკურმა პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა საერთო ჯამში 228 მაჟორიტარი კანდიდატი დაასახელა. კანდიდატთა რაოდენობა თითოეულ 25 ერთმანდატიან ოლქში 7-დან 11-მდე მერყეობს.

ქუთაისის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში 10 მაჟორიტარული ადგილია თითოეულში, ხოლო  ფოთში - 5.

64 საკრებულოში სულ 1 025 ადგილია მაჟორიტარული სისტემით ასარჩევი კანდიდატებისთვის.

მერის არჩევნები

თბილისი ერთადერთი ქალაქია საქართველოში, სადაც მერი პირდაპირი წესით აირჩევა.

დანარჩენი ოთხი დიდი ქალაქის - ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის მერებს ადგილობრივი საკრებულოები აირჩევენ კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს შორის. 2009 წლის დეკემბერში საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანამდე მერი თბილისშიც საკრებულოს მიერ ირჩეოდა. 

რაიონულ მუნიციპალიტეტებში გამგებლებს ადგილობრივი საკრებულოები ირჩევენ.

თბილისის მერის არჩევნებში ცხრა კანდიდატი იყრის კენჭს:

საარჩევნო ადმინისტრაცია

არჩევნების ადმინისტრირების მთავარ ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოადგენს. ცესკო 13 წევრისგან შედგება მისი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის ჩათვლით, რომელიც პარლამენტმა 2010 წლის იანვარში აირჩია.

ცესკოს შვიდი წევრი შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია (რომელიც ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს), კონსერვატიული პარტია, მრეწველები, რესპუბლიკური პარტია, ჩვენ თვითონ და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა. ეს ბოლო ორ პარტია ერთ საარჩევნო ბლოკში არიან გაერთიანებულები და ადგილობრივ არჩევნებში ერთობლივად მონაწილეობენ.

ცესკოს დანარჩენი ხუთი წევრი პრეზიდენტმა წარადგინა და პარლამენტმა დაამტკიცა.    

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიც, ცესკოს ანალოგიურად, 13-13 წევრისაგან შედგება და წევრთა შეფარდება აქაც 7/6-ზეა ხელისუფლების სასარგებლოდ.

ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაა.

საუბნო საარჩევნო კომისიების რაოდენობა 3 600-ს აღემატება. საუბნო კომისია ყველაზე ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციული ერთეულია, თუმცა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან უბანზე ხმებს, სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიები ითვლიან.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
71