Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტმა სამხრეთ კავკასიაზე რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მაი.'10 / 11:17

ევროპარლამენტმა 20 მაისს, შესასრულებლად არასავალდებულო, რეზოლუცია მიიღო, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ევროკავშირს ”რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს”.

მთავარი ცვლილება, რომელიც რეზოლუციის პროექტში საქართველოსთან მიმართებაში მის მიღებამდე შევიდა ის არის, რომ საბოლოო ტექსტი აღარ შეიცავს ტერმინს ”ოკუპირებული ტერიტორიები” საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში (რეზოლუციის პროექტის მოკლე მიმოხილვა იხილეთ ამ ბმულზე). 

რეზოლუციის პროექტში ნათქვამი იყო, რომ ”რუსეთის და ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებიან,” საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულ განხორციელებას ”ბლოკავენ”, რითაც დამკვირვებლებს ამ რეგიონებში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.

მიღებული ტექსტის ფორმულირება კი ასეთია: ევროპარლამენტი ”მოუწოდებს რუსეთს და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ დე ფაქტო ხელისუფლებებს შეწყვიტონ” მისიის მანდატის სრული განხორციელების ”ბლოკირება”.

ტექსტის დანარჩენი ძირითადი პუნქტები საქართველოსთან მიმართებაში, მათ შორის მოწოდებები რუსეთის მიმართ სრულად განახორციელოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, ასევე შიდა რეფორმების და მედია მესაკუთრეთა საკითხები უცვლელი დარჩა.

 

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70