Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 24 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ადგილობრივ არჩევნებზე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 მაი.'10 / 17:57

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) საქმიანობა დღემდე ”გამჭირვალე და ყოვლისმომცველი” იყო, ნათქვამია ადგილობრივი არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ 7 მაისს გამოქვეყნებულ პირველ შუალედურ ანგარიშში.

 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის (ODIHR) შუალედური ანგარიში 16 აპრილიდან 3 მაისამდე პერიოდს მოიცავს. OSCE/ODIHR-მა სადამკვირვებლო მისია საქართველოში აპრილში განათავსა.

 

ცესკოს-სთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ის რეგულარულად და დროულად აცნობებს დამკვირვებლებს მისი მომდევნო სხდომების შესახებ. ”თუმცა ცესკო ასევე ატარებს არაოფიციალურ შეხვედრებს, სადაც დამკვირვებლებს, როგორც წესი, არ იწვევენ,” - ნათქვამია ანგარიშში. 

 

დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკური გარემო ”პოლარიზებული” რჩება და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობა დაბალია.

 

”თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიასთან გამოხატა ფრთხილი მოწონება ცესკო-ს თავმჯდომარის [ზურაბ ხარატიშვილის] მიმართ მისი პირდაპირობისა და გამჭვირვალობისთვის,” - ნათქვამია ანგარიშში.

 

დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად ”მნიშვნელოვანი ხარვეზებისა,” საარჩევნო კოდექსი ”ზოგადად ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას”.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ თავიანთ ”აქტიურ” საარჩევნო კამპანიაში პოლიტიკური პარტიები ძირითადად თბილისზე ახდენენ ყურადღების კონცენტრირებას. ანგარიშის თანახმად, ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა სხვებზე აქტიურ კამპანიას ახორციელებენ დედაქალაქის გარეთ.

”ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის განცხადებით ადგილი აქვს დარღვევებს, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, ასევე ოფიციალური პირების მიერ კამპანიის წარმოებას და მათი აქტივისტებისა და კანდიდატების დაშინებას,”- აცხადებს სადამკვირვებლო მისია.

 

მედიასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ ”მედია პოლიტიკური ნიშნითაა დაყოფილი”.

 

”მხოლოდ ოთხმა მედია საშულებამ [მითითებული არ არის] მოახერხა გაეტარებინა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. საერთაშორისო და ადგილობრივი მედია ორგანიზაციები ბრალს სდებენ მთავრობის ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს სარედაქციო და პროგრამულ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაში აღმასრულებელ მედია მფლობელებისა და აღმასრულებელ თანამდებობაზე მყოფ პირებთან პირადი კავშირების საშუალებით,” - ნათქვამია ანგარიშში.

 

OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ რვა ტელეარხის (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხები; ”რუსთავი 2”; ”იმედი”;”კავკასია”; ”მაესტრო”; ”რეალ TV” და ”აჭარა”) და ორი ყოველდღიური გაზეთის, ”რეზონანისა” და ”24 საათის” მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონიტორინგის განხორციელება დაიწყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ რამდენიმე პარტია უკმაყოფილებას გამოთქვამდა სატელევიზიო ფასიანი რეკლამის მაღალ ტარიფებთან დაკავშირებით.

 

თბილისის მერობის კანდიდატები აქტიურად იყენებენ კანონის მიხედვით გამოყოფილ  უფასო სარეკლამო საეთერო დროს. 

 

საანგარიშო პერიოდში მხოლოდ სამმა კანდიდატმა იყიდა საეთერო დრო - გიგი უგულავამ ”რუსთავი 2”-ზე და ”იმედზე”, სადაც პოლიტიკური რეკლამების ფასები დაახლოებით ათჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი კომერციული რეკლამების ფასები; ირაკლი ალასანიამ, რომელმაც საეთერო დრო იყიდა ”კავკასიაზე” და ზურაბ ნოღაიდელის პარტიამ მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის - ”კავკასიასა” და ”მაესტროზე”. პოლიტიკური რეკლამების ფასები ამ ორ ტელეკომპანიაში, რომლებიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობენ, ნაციონალურ არხებთან შედარებით გაცილებით დაბალია.  

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ”ისევე როგორც ეროვნული და რეგიონული მაუწყებლები მუდმივად გადმოსცემდნენ თოქ შოუებსა და დებატებს კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც კანდიდატებს აზრთა ურთიერთგაზიარების საშუალებას აძლევს”.

 

 

უახლესი ამბები
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59

Visitors
Since July 1, 2001