Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნების გაშუქების სატელევიზიო მონიტორინგის შედეგები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 მაი.'10 / 14:31

7 მაისს გამოქვეყნებული სატელევიზიო მონიტორინგის შედეგების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, მოქმედ მერს გიგი უგულავას ექვსივე ტელეკომპანიამ, სადაც მონიტორინგი განხორციელდა, ყველაზე მეტი დრო დაეთმო. შემდეგ მოდის ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია. 

ევროკავშირის დელეგაციამ  საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) კავკასიის სკვლევითი რესურსების ცენტრს სამი ნაციონალური არხის - საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხის, ”რუსთავი 2”-სა და ”იმედის”, და ასევე თბილისში მაუწყებელი სამი ტელეკომპანიის - ”კავკასიის”, ”მაესტროს” და ”რეალ TV”-ის მთავარი საინფორმაციო გადაცემების და რამოდენიმე შერჩეული თოქ-შოუების მონიტორინგი დაუკვეთა.

გარდა რაოდენობრივი კვლევისა,  ანუ რა რაოდენობის საეთერო დრო დაეთმო მერობის თითოეულ კანდიდატს და მათ შესაბამის პარტიებს, კვლევა ასევე იძლევა ინფორმაციას კანდიდატების ”გაშუქების ტონთან” დაკავშირებით.

იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულები 16 აპრილიდან 5 მაისის პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების დეტალების გასაცნობად:

კანდიდატების/პარტიებისადმი დათმობილი დრო, სატელევიზიო არხების მიხედვით - pdf

გაშუქების ტონი, სატელევიზიო არხების მიხედვით - pdf

მედია მონიტორინგი იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და UNDP ახორციელებენ. მათი განცხადებით პროექტის მიზანია, ხელი შეეწყოს მოსახლეობისათვის დაბალანსებული და ნეიტრალური ინფორმაციის მიწოდებას, რათა ამომრჩეველმა ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს. 

მონიტორინგის შედეგებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მედია ექსპერტები განიხილავენ ყოველკვირეულ გადაცემაში ”მედია მონიტორი,” რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პარასკევობით 23:00 სთ-ზე გადის.

პირველი გადაცემა 7 მაისს გავიდა, რომლის სტუმრები გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე იყვნენ. სამივე სტუმარმა აღნიშნა, რომ ამ პირველი მონიტორინგის შედეგები შედარებით გაუმჯებესებულ სურათზე მიანიშნებს ტელევიზიების მხრიდან საარჩევნო კამპანიის გაშუქების დაბალანსებულობასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო. თუმცა მათ ასევე აღნიშნეს, რომ კვლავ რჩება პრობლემები, მათ შორის, განსაკუთრებით კი ამას ხაზი ლაშა ტუღუშმა გაუსვა, ისეთი შემთხვევები როდესაც ტელევიზიები ზოგიერთი კანდიდატის ფარულ რეკლამას მიმართავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიაც (ცესკო) ახორციელებს მედია მონიტორინგს არჩევნების წინ. 2 მაისს ცესკომ განაცხადა, რომ მან ამ მიზნით ქართული კომპანიები - პრაიმტაიმი, BCG და IPM დაიქირავა. ცესკომ ასევე დაიქირავა უკრაინული კომპანია, Pro.mova, რომელიც კომისიის თქმით მოამზადებს თვისობრივი და რაოდენობრივი  მონიტორინგის შუალედურ და დასკვნით ანგარიშებს.  შუალედური ანგარიშის გამოქვეყნება 11 მაისს იგეგმება.

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59