Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:50 - 15 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეუთო ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ოფიციალურად შეუდგა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 აპრ.'10 / 17:16

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისი (ODIHR) დღეიდან ოფიციალურად შეუდგა 30 მაისის ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო მისიის განხორციელებას.

მისიის 16 ექსპერტი უკვე თბილისშია; 24 გრძელვადიანი დამკვირვებელი კი საქართველოში მომავალ კვირას ჩამოვა და ქვეყნის მასშტაბით დააკვირდება საარჩევნო პროცესს - დაწყებული წინასააარჩევნო კამპანიიდან, შედეგების შეჯამების ჩათვლით.

გარდა ამისა, უშუალოდ არჩევნების დღისთვის დამატებით მოწვეულია 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი ეუთოს წევრი ქვეყნებიდან.

მისიის ხელმძღვანელია ოდრი გლოვერი, ბრიტანელი დიპლომატი, რომელიც 1994-1997 წლებში ODIHR-ის დირექტორი, ხოლო 2003 წლამდე ხუთი წლის განმავლობაში გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიაში ბრიტანული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. ოდრი გლოვერი OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს ხელმძღვანელობდა ბელარუსში (2004), ყაზახეთში (2005), მაკედონიაში (2006) და უკრაინაში (2007).

”მომავალი ადგილობრივი არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებისა, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად,”- განაცხადა ოდრი გლოვერმა 16 აპრილს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისია ორ შუალედურ ანგარიშს მოამზადებს. არჩევნების მეორე დღეს გამოქვეყნდება ანგარიში წინასწარი დასკვნებისა და მონაცემების შესახებ. საარჩევნო პროცესის დასრულებიდან, დაახლოებით, რვა კვირაში წარმოდგენილი იქნება საბოლოო ანგარიში, განაცხადა ოდრი გლოვერმა.

უახლესი ამბები
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.
13 დეკ.'17 18:37
რუსეთი სოხუმთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებებს მოაწერს ხელს
მოსკოვი ორ შეთანხმებას ამზადებს ორმაგი მოქალაქეობის და მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ.
13 დეკ.'17 16:06
ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-მდე გაზარდა
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 2018 წლის 31 იანვარს გაიმართება.
13 დეკ.'17 12:18
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4.68 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70