Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წელს 759 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 მარ.'10 / 16:37

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 759.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2008 წელს ეს მაჩვენებელი 1.56 მილიარდი აშშ დოლარი იყო, განაცხადა ”საქსტატმა” 16 მარტს.

”საქსტატის” ინფორმაციით, ეს წინასწარი მონაცემებია.

მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 44.5% არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე და ეგვიპტეზე მოდის - 169.8 მილიონი და 167.5 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად.

მესამე ადგილი ნიდერლანდებს უკავია 105.7 მილიონი აშშ დოლარით; მას მოსდევს თურქეთი - 89.5 მილიონი აშშ დოლარით; პანამა - 73.4 მილიონი აშშ დოლარით და გაერთიანებული სამეფო - 63.5 მილიონი აშშ დოლარით.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამრეწველო სექტორმა მოიზიდა - 204.1 მილიონი აშშ დოლარი; შემდეგ მოდის ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფერო - 153.6 აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები - 134 მილიონი აშშ დოლარი; უძრავი ქონება - 132 მილიონი აშშ დოლარი; სამშენებლო სექტორი - 79.7 მილიონი აშშ დოლარი; საბანკო სექტორი - 45.3 მილიონი აშშ დოლარი.

2007 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2.014 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; 2006 წელს - 1.19 მილიარდი, ხოლო 2005 წელს - 449.8 მილიონი აშშ დოლარი.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
89