Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:12 - 21 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სომხეთის და საქართველოს ლიდერები ურთიერთობების უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 მარ.'10 / 10:53

სომხეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა, სერჟ სარგსიანმა და მიხეილ სააკაშვილმა განაცხადეს აჭარაში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ ისინი შეთანხმდნენ კიდევ უფრო გააღრმავონ ორ ქვეყანას შორის არსებული ”ისედაც ახლო ურთიერთობები”.

სარგსიანი 27-28 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სომეხ კოლეგას ”ძალიან მამაცი ადამიანი” უწოდა და განაცხადა, რომ იგი აღფრთოვანებულია იმ შედეგებით, რომელსაც მან სომხეთში მიაღწია. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი ორი ქვეყნის ეკონომიკების ”ინტეგრაციაზე” შეთანხმდნენ. ”ჩვენ ორი პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთი გვჭირდება... დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ იგი ძალიან მოხარულია ამ შეხვედრის გამო და დასძინა, რომ 2010 წელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების წელი.

სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, რომლის საშუალებითაც სომხეთს სახმელეთო მიმოსვლა აქვს რუსეთთან საქართველოს გავლით, 1 მარტს გაიხსნა.

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა ბათუმში: ”მინდა მივესალმო ჩემი და ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, სომხეთის პრეზიდენტს”.

”ამ ორ ქვეყანას ჯერ არასდროს ჰქონია ასეთი უღრუბლო ურთიერთობები და ახლო პარტნიორიობა,” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის ქუჩებში თავის სომეხ კოლეგასთან გასეირნების შემდეგ.    

პრეზიდენტმა საგსიანმა მადლობა გადაუხადა თავის ქართველ კოლეგას ”თბილი მიღებისთვის” და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას ”ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ”. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 თებ.'18 19:12
პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ახალი რეგულაციებით საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებები ფართოვდება, რასაც სხვა მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო ოპოზიცია ეწინააღმდეგება.
21 თებ.'18 18:41
ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარე საქართველოს სტუმრობდა
ვიზიტის ფარგლებში რეფატ ჩუბაროვი ირაკლი კობახიძეს და სოზარ სუბარს შეხვდა.
21 თებ.'18 18:15
მარგველაშვილი ახალგაზრდობას დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავის აღნიშვნაში ჩართვისკენ მოუწოდებს
საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს 2018 წლის 26 მაისს აღნიშნავს.  
21 თებ.'18 15:19
ჯანელიძე მოქალაქეებს უვიზო რეჟიმის დარღვევის თაობაზე აფრთხილებს
დღემდე შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმით საქართველოს დაახლოებით 220 000 მოქალაქემ ისარგებლა.
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65