Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:46 - 27 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ექვსი ოპოზიციური პარტია პრაიმერის ჩატარებაზე შეთანხმდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'10 / 14:37

1 თებერვალს ექვსი პოლიტიკური პარტია - კონსერვატორები, ხალხის პარტია, მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის, ვეტერანთა პარტია, მომავლის პარტია, ქრისტიანული საქართველო - ადგილობრივი არჩევნებისათვის ერთიანი კანდიდატების გამოსავლენად პრაიმერის ჩატარებაზე შეთანხმდა.

დოკუმენტში სახელწოდებით ”საქართველოს გამარჯვების გეგმა”, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, ნათქვამია, რომ პრაიმერები საქართველოს მასშტაბით 14 მარტს დაიწყება, ხოლო თბილისში დასკვნითი პრაიმერი მერისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების გამოსავლენად 18 აპრილს გაიმართება.

პრაიმერის ორგანიზატორი პარტიების ჯგუფი მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ მათ ინიციატივას და ასევე 9 აპრილს მათ მიერ დაგეგმილ ”გრანდიოზულ გამაფრთხილებელ” აქციას, რათა ”აღვადგინოთ ოპოზიციის და საზოგადოების ერთიანობა და დავიწყოთ მესამე ტალღა არალეგიტიმური რეჟიმის წინააღმდეგ”.

მათი გეგმის თანახმად, ანალოგიური საპროტესტო აქცია გაიმართება 26 მაისსაც, რომელზეც ”მიღებული იქნება საგანგებო და წინასწარი ზომები არჩევნების გამყალბებლების წინააღმდეგ”.

ამასთან ექვსი პარტია აცხადებს, რომ 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში, რომლის თარიღიც ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა, სააკაშვილის ხელისუფლების დამარცხებას და  ხმების ”ყველა საშუალებით” დაცვას აპირებს.

”ადგილობრივი არჩევნების მოგების შემდეგ გავაგრძელოთ უკომპრომისო ბრძოლა სააკაშვილის არაკანონიერი რეჟიმის საბოლოო და დაუყოვნებლივი დემონტაჟისთვის,”- აცხადებს ექვსი პარტია.

ამასთან, მათი თქმით, ეს გეგმა ღიაა ”ყველა რეალური ოპოზიციური ძალისთვის”.

თუმცა წამყვანი ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს პრაიმერის იდეას და მასში მონაწილეობას არ აპირებს.

უახლესი ამბები
27 მაი.'17 19:46
ევროპულმა საქართველომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართა
პარტიამ გენერალურ მდივნად გიგი უგულავა აირჩია, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელა.
26 მაი.'17 15:35
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25