Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:46 - 27 მაი.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ზურაბიშვილი: მოსკოვთან დიალოგი ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 იან.'10 / 12:30

საქართველოს გზის ლიდერის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთთან ოპოზიციის წარმომადგენელთა დიალოგს აზრი არ აქვს მანამდე, სანამ არ ”მოვალთ ხელისუფლებაში”.

”თუ ჩვენ გაგვიყალბეს არჩევნები, ვერავინ ვერ უნდა გაბედოს ჩათვალოს, რომ ეს არის რუსეთის ხელი, მე ვარ ძალიან პრინციპული ამ საკითხში, ჩვენი ბრძოლა, ოპოზიციის ბრძოლა, არის ქვეყნის შიგნით და აქ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 25 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მოსკოვს ადგილობრივი არჩევნების გამოყენება სურს შიდა არეულობის იმიტაციისთვის და საქართველოს საბოლოოდ დასაპყრობად.

ზურაბიშვილმა ”მარგინალური” უწოდა იმ ოპოზიციურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ მოსკოვში დაიმკვიდრებს თავს.

”აზრი არ აქვს ასევე დიალოგს მოსკოვთან, როცა შენ არც ბერკეტი გაქვს, არც ქვეყნის წარმომადგენელი ხარ, არც მანდატი გაქვს შენი ხალხისგან , რომ წახვიდე და დაელაპარაკო იმ ქვეყანას, რომელსაც დღეს აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი,” - განაცხადა მან.

”რა დროს დღეს დიალოგია მოსკოვთან, ეს არის მხოლოდ თემის გადაფარვა, ეს არის ჩვეულებრივი დივერსია, ეს არის ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო დროს მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენის კუთხით ყველაზე მეტად მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის ლიდერი, ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი აქტიურობს.

უახლესი ამბები
27 მაი.'17 19:46
ევროპულმა საქართველომ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გამართა
პარტიამ გენერალურ მდივნად გიგი უგულავა აირჩია, ხოლო თბილისის მერობის კანდიდატად ელენე ხოშტარია დაასახელა.
26 მაი.'17 15:35
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი გამოვიდნენ.
25 მაი.'17 18:58
სასამართლომ თურქეთის მოქალაქეს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა
დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მმართველს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად.
25 მაი.'17 18:30
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს
აშშ-ის დელეგაცია სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ხელმძღვანელობით მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
25 მაი.'17 14:21
კვირიკაშვილი: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში გამართვა ‘უაღესად მნიშვნელოვანია’
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.
25 მაი.'17 11:05
ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრები პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ.
24 მაი.'17 13:35
მოსკოვის მიერ სოხუმში დაგეგმილი ახალი სამართალდამცავი სტრუქტურის თაობაზე უთანხმოება გრძელდება
შინაგან საქმეთა სტრუქტურების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს აფხაზეთში დებატები მოყვა.
24 მაი.'17 13:05
კრემლმა ცხინვალში ახალი წარმომადგენელი დანიშნა
მარატ კულახმეტოვი ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალების მეთაურად მსახურობდა. 
24 მაი.'17 11:21
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
საქართველოს და თურქეთის მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომა გამართეს.
24 მაი.'17 10:05
საქართველომ სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლა
საქართველოს, აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54