Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:27 - 18 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი კიევთან პარტნიორობის შენარჩუნებას გეგმავს, მიუხედავად არჩევნების შედეგისა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 იან.'10 / 17:14

საქართველო იმედოვნებს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა უკრაინასთან შენარჩუნდება მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 18 იანვარს.

”უკრაინა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და ვიმედოვნებთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა არჩევანს გააკეთებენ ამომრჩევლები, ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა მყარი დარჩება. ჩვენ მივესალმებით უკრაინელი ხალხის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ არჩევანს დემოკრატიულ და თავისუფალ პირობებში,” - განაცხადა კალანდაძემ.  

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მოელის, რომ უკრაინის ხელისუფლება ”რეაგირებას” მოახდენს ქართულ გადამღებ ჯგუფებზე თავდასხმების ფაქტებზე.

ტელეკომპანია ”იმედის” განცხადებით, მის გადამღებ ჯგუფს 16 იანვარს, გვიან დონეცკში თავს დაესხნენ, რომლის დროსაც მისი ერთ-ერთი პროდიუსერი ირაკლი გვარამაძე სასტიკად სცემეს. გვარამაძე ყოფილი დეპუტატია მმართველი პარტიიდან.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა თეა ადეიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის დაცვამ მას მუცელში ჩაარტყა მაშინ, როდესაც ის რეგიონების პარტიის ლიდერთან მიახლოებას ცდილობდა, რათა 17 იანვარს ამ უკანასკნელის პრესკონფერენციის შემდეგ მისთვის შეკითხვა დაესვა.        

”ამგვარი ქმედებები ჟურნალისტების წინააღმდეგ სრულიად მიუღებელია და ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევები გამოძიებული იქნება,” - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევრო-ალტანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ 18 იანვარს. მან ასევე დასძინა, რომ საქართველო განაგრძობს ”პარტნიორობას” უკრაინასთან და არა აქვს მნიშვნელობა, ვის აირჩევენ პრეზიდენტად.

კიდევ ერთი ინციდენტის დროს, დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ადგილობრივი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ანატოლი ბლიზნიუკთან, რომელმაც განაცხადა, რომ ”ქართველი დამკვირვებლები, ფაქტიურად, არიან ”მებრძოლები”, რომლებიც დონეცკის რაიონში არჩევნების პარალიზების მიზნით ჩამოვიდნენ”.

2 000 ქართველი დამკვირვებლის საკითხი, რომელთა დარეგისტრირებაზეც უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა, დაპირისპირების წყარო გახდა.

პარტია რეგიონებმა, რომლის ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს დაუპირისპირდება 7 თებერვალს მოსალოდნელ მეორე ტურში, განაცხადა, რომ ასობით დაურეგისტრირებელი ქართველი დამკვირვებლის ჩასვლა დონეცკში, რომელიც იანუკოვიჩის პოლიტიკურ დასაყრდენს წარმოადგენს, ”არჩევნების დესტაბილიზაციას” ისახავდა მიზნად.

17 იანვარს ხმის მიცემის შემდეგ იანუკოვიჩმა მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილის უკან გაიწვიოს ”ე.წ. დამკვირვებლები.” მან ასევე განაცხადა: ”უცხო ქვეყნის მიერ ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევა მიუღებელია”. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინაში დამკვირვებელთა დიდი ჯგუფის გაგზავნა, უკრაინის არჩევნების მიმართ ”ამაღლებული ყურადღების” გამო გადაწყვიტა.

მისი თქმით, ქართველი დამკვირვებლები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლები არიან, მათ შორის პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

”სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს [უკრაინაში] ეჭვი შეეპარა ჩვენი დამკვირვებლების სტატუსსა და გულწრფელობაში,” - განაცხადა კალანდაძემ. 

”რამდენადაც ვიცით, [უკრაინის] ცესკომ დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროს შეამოწმოს ამ პირების იდენტურობა. ჩვენ მზად ვართ მათთან [უკრაინის ხელისუფლებასთან] ვითანამშრომლოთ და მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია,” - დასძინა მან.

 
 

უახლესი ამბები
18 მაი.'13 16:27
ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი ‘შოკირებულია’ თბილისში ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო
ჰოლანდიის მთავრობამ საქართველოს ელჩი დაიბარა „უკმაყოფილების“ გამოსახატავად.
18 მაი.'13 15:21
მაია ფანჯიკიძემ კრაკოვში შეხვედრები გამართა
მან აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა; ასევე კეტრინ ეშტონს შეხვდა.
18 მაი.'13 13:09
სააკაშვილი: მთავრობამ არ უნდა დაუშვას ძალადობის ფონის მომატება
მისი თქმით, მთავრობის პოლიტიკა ხელს უწყობს ყველა ტიპის ძალადობის ზრდას ქვეყანაში.
17 მაი.'13 21:21
პოლიციას ძალადობის აღკვეთაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებენ
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ პოლიცია უსუსური იყო დაეცვა ლგბტ აქტივისტების და მათი მომხრეების აქცია.
17 მაი.'13 21:04
პატრიარქი: ეკლესია ემიჯნება ძალადობას, მაგრამ ცოდვის პროპაგანდა არ შეიძლება
ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს დაშლისკენ მოუწოდა.
17 მაი.'13 20:44
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი სასესიო დღის განმავლობაში განხილვის ხანგრძლივი პროცედურა.
17 მაი.'13 19:59
ივანიშვილი ძალადობას გმობს
დამნაშავეებს „კანონის შესაბამისად მოექცევიან“, ნათქვამია პრემიერ–მინისტრის წერილობით განცხადებაში.
17 მაი.'13 19:52
პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და აჭარის ტელევიზიის რეფორმირებას, სავალდებულო ტრანზიტს და მაუწყებელთა მეტ ფინანსურ გამჭირვალობას ეხება.
17 მაი.'13 19:35
ISAF-ის მისიაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დადგენილებაში ცვლილება შევიდა
პარლამენტმა თანმობა მისცა ქაბულში განთავსებული ქართული ოცეულის ფრანგული სარდლობიდან აშშ-ის კონტიგენტის დაქვემდებარებაში გადასვლას.
17 მაი.'13 19:01
ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, თბილისის ქუჩებში დაპირისპირების დროს 28 ადამიანი დაზიანდა
სერგეენკოს თქმით, ერთი გარდა, ყველა დაზიანება არის "მსუბუქი".

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49

Visitors
Since July 1, 2001