Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 24 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო უარყოფს უკრაინის არჩევნებზე რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 იან.'10 / 19:33

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის უკრაინის პრეზიდენტობის რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერა, რაც ”დაუშვებელი და გამორიცხულია”.

განცხადება იმ ვარაუდების ფონზე გაკეთდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შესაძლოა უკრაინის პრემიერ-მინისტრს იულია ტიმოშენკოს დაუჭიროს მხარი.

”საქართველო ამ არჩევნებში ვერც ჩაერევა და არც ჩაერევა. შესაბამისად, ვერც ერთი მხარის ინტერესებს ვერ დაიცავს.”- განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, ”პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მეგობარი საქართველოს სურვილი არის მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინა”.

ფორმალურად, ბრიფინგი მიეძღვნა იმ პრობლემას, რომელიც ქართველ დამკვირვებლებს უკრაინაში 17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეექმნათ. კერძოდ, უკრაინის ცესკომ უარი განაცხადა საქართველოდან 2 ათასზე მეტი დამკვირვებლის დარეგისტრირებაზე. ამ დრომდე ქართველი დამკვირვებლების არჩევნებზე მონიტორინგის საკითხი ღიად რჩება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ, რომელიც უკრაინაში იმყოფება, განაცხადა, რომ ქართველი დამკვირვებლების საკითხი უკრაინის რეგიონების პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერმა ცესკოს წევრებმა დაბლოკეს.

ვარაუდები უკრაინის არჩევნებზე საქართველოს პრეზიდენტის გამოკვეთილი პოზიციის თაობაზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 14 იანვარს ინტერნეტში გავრცელდა ჩაწერილი სატელეფონო საუბარი, სავარაუდოდ ტიმოშენკოს და სააკაშვილს შორის.

სატელეფონო საუბარში, რომლის აუდიო ფაილიც პირველად უკრაინულ ინტერნეტ პორტალზე Oboz.ua გაჩნდა, ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ტიმოშენკოა, ეუბნება მამაკაცს, სავარაუდოდ სააკაშვილს, რომ ქართველი დამკვირვებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინაში დამკვირვებელთა ”ასეთი გუნდის” გაგზავნის გამო; სააკაშვილის ხმა კი პასუხობს, რომ საქართველომ ”ნამდვილად კომპეტენტური და ბრძოლისუნარიანი ხალხი გააგზავნა”. ის ასევე ეუბნება ტიმოშერნკოს შეხვდეს ”გივის” (თარგამაძეს) ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების მიზნით. ”ჩვენ განწყობილი ვართ დავეხმაროთ უკრაინას... ერთი რაც გვჭირდება არის კოორდინაცია,” - აცხადებს მამაკაცის ხმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ ჩანაწერზე კომენტარისგან თავი შეიკავა. აღსანიშნავია, რომ ჩანაწერი, რომელის ხანგრძლივობა ორ წუთზე ნაკლებია, 15 იანვარს ტელეკომპანიებმა ”რუსთავი 2”-მა,  ”იმედმა” და პირველმა არხმა გაუშვეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველომ უკრაინას დაახლოებით 2 000 კაციანი სია წარუდგინა რეგისტრაციისთვის. 6 იანვარს დონეცკის მერმა უარი განაცხადა საქართველოს წინადადებაზე ქალაქში 1 000 დამკვირვებლის გაგზავნის თაობაზე. მერმა ალექსანდრე ლუკიანჩენკომ, რომელიც დონეცკში ვიქტორ იანუკოვიჩის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც არის, განაცხადა, რომ ქალაქში 600 ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები იქნებიან და 1 000 ქართველი დამკვირვებელი ქალაქის ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს აღემატება, იტყობინება რადიო ”თავისუფლების” უკრაინული სამსახური. მომდევნო დღეებში უთანხმოება ქართველი დამკვირვებლების გარშემო უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაგრძელდა.

უახლესი ამბები
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35

Visitors
Since July 1, 2001