Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 13:46 - 23 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა დარღვეული საარჩევნო ვადების კორექტირება მოახდინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 იან.'10 / 17:28

პარლამენტმა 103 ხმით 1-ის წინააღმდეგ ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით მიიღო ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალ ვადებს განსაზღვრავს.

აღნიშნული ცვლილების საჭიროება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში - 8 იანვარს არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი.

შესაბამისად, კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის ვადა 12 იანვრით, ხოლო ცესკოს 6 ოპოზიციური წევრის მიერ სამი კანდიდატიდან ერთის თავმჯდომარედ არჩევის ვადა არაუგვიანეს 14 იანვრისა განისაზღვრა. თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს ცესკოს ოთხი ოპოზიციური წევრის მხარდაჭერას მაინც, მაშინ პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და 21 იანვრამდე უკვე დეპუტატები დაამტკიცებენ სამიდან ერთ კანდიდატს თავმჯდომარის პოსტზე. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ზურაბ დეკანოიძემ, რომელმაც ეს საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე წარადგინა, განაცხადა, რომ პრეზიდენტი სამ კანდიდატს ცესკოში 12 იანვარს წარადგენს. მისი თქმით, ცვლილებების ამოქმედების ვადად ასევე 12 იანვარი განისაზღვრება.

ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება საჭირო გახდა, ”ვინაიდან ვადების დაცვა ვერ მოხერხდა”.

თუმცა სხვა დეპუტატები მმართველი პარტიიდან მოერიდნენ პირდაპირ ეღიარებინათ კანონის მოთხოვნათა დარღვევა. მათ ვადების გახანგრძლივების მიზეზად დაასახელეს არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციასთან კანდიდატებთან დაკავშირებით სირღმისეული კონსულტაციების საჭიროება. 

”ნუ ჩავკირკიტდებით კონკრეტულ საათებზე და წუთებზე,”- მოუწოდა დეპუტატებს უმცირესობიდან აკაკი მინაშვილმა მმართველი პარტიიდან მას შემდეგ, რაც უმრავლესობას საპარლამენტო უმცირესობიდან  იმის აღიარება მოთხოვეს, რომ პრეზიდენტმა ვადები დაარღვია.

გოკა გაბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობიდან განაცხადა, რომ ვადები არ არის ”ცენტრალური” და ”პირველხარისხოვანი” თემა.

”ჩვენ გამოსაკიდებელი ვართ არა თარიღებზე, არამედ საარჩევნო პროცესზე და პროცესის გამჭვირვალობაზე,”- განაცხადა მან.

მმართველი პარტიიდან ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ”კანონი არ დარღვეულა” და ვადებთან დაკავშირებული საკითხები ”ინტერპრეტაციის” საგანია.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”კანონი არის დარღვეული” და ”კანონდარღვევის ავტორია საქართველოს პრეზიდენტი”.

”ძალიან ცუდი პრეცედენტი იქმნება, როცა ჩვენი ოპონენტები უმრავლესობიდან ცდილობენ კანონის დარღვევა გაამართლონ,” - აღნიშნა მან.

პარტია ჩვენ თვითონ-ის ლიდერის, დეპუტატ პაატა დავითაიას შეფასებით, ”სამწუხაროა, რომ სახელმწიფო აპარატს უნდა მოერგოს კანონი და არა პირიქით”.

დეპუტატმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ”გადაამეტა თავის უფებამოსილებას” და ”დადგა კანონზე მაღლა”, აუცილებელია ჩიხიდან გამოსვლა ვადების კორექტირების გზით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.
23 მაი.'13 11:21
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
22 მაი.'13 21:15
სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
22 მაი.'13 19:52
სააკაშვილი: 'დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას'
მისი თქმით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი არის „გზასაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო“. 
22 მაი.'13 17:12
ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეებს და მოელის, რომ „ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“ წარიმართება.
22 მაი.'13 15:01
მოქალაქეთა კამპანია 17 მაისის ძალადობაში დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით
ონლაინ პეტიციაში ნათქვამია, რომ ძალადობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
22 მაი.'13 13:06
ივანიშვილი პირობას დებს, რომ 17 მაისის ძალადობაში დამნაშავეები დაისჯებიან
„ეკლესიის მსახურება არ იქნება ალიბი არავისთვის“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 20:17
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57

Visitors
Since July 1, 2001