Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:17 - 21 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევად მეტ დროს ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 იან.'10 / 18:47

  • არჩევნები უსაფრთხოების საკითხია;
  • რუსეთს სურს სამოქალაქო დაპირისპირების ”იმიტაცია”.  

    პრეზიდენტმა სააკაშვილმა მას შემდეგ, რაც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების კანონით დადგენილი ვადა დაირღვა, მოუწოდა პარლამენტს გაახანგრძლივოს არსებული პროცედურები.

    ”მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს გააგრძელოს ვადა იმისათვის, რომ მათ შორის ოპოზიციურ ჯგუფებს, ჰქონდეს საშუალება საფუძვლიანად არჩევის წარმოდგენილ კანდიდატებს შორის და მაქსიმალურად ვისწრაფოდეთ, რომ შევთანხმდეთ და მივაღწიოთ კონსენსუსს,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”არ გვინდა ხელოვნურად პროცესის დაჩქარება. არა უშავს ორი კვირა აქეთ, ორი კვირა იქით. ეს არაფერს არ ცვლის”.

    ეს განცხადება სააკაშვილმა დღეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრისას გააკეთა, სადაც ცესკოს პოტენციურ კანდიდატებზე უნდა ემსჯელათ.

    დეკემბერში პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტ სააკაშვილს არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე სამი კანდიდატურა 8 იანვრისთვის უნდა შეერჩია და წარედგინა ცესკოს ოპოზიციური წევრებისთვის ასარჩევად. თუმცა კანონით დადგენილი ეს ვადა დაირღვა, ხოლო კონსულტაციები არასამთავრობო სექტორთან 11 იანვარს გაიმართა, ნაცვლად დაგეგმილი 10 იანვრისა.

    მოგვიანებით, ორშაბათს საღამოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ცესკოს ოპოზიციურ წევრებს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს ”დღეს ან მაქსიმუმ ხვალ დილით” წარუდგენს. იმავდროულად, პრეზიდენტის განკარგულებით პარლამენტი მოიწვევს რიგგარეშე სხდომას 12 იანვარს, სადაც მიღებული იქნება ვადებთან დაკავშირებული ცვლილება საარჩევნო კოდექსში. ამ ცვლილების თანახმად, ცესკოს ოპოზიციურმა წევრებმა ახალი თავმჯდომარე არაუგვიანეს 14 იანვრისა უნდა აირჩიონ; თუ სამიდან ვერცერთი კანდიდატი საჭირო ოთხ ხმას ვერ დააგროვებს, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და თავმჯდომარეს უკვე 21 იანვრამდე საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.

    სააკაშვილმა განაცხადა, რომ კანონით ”ძალიან ცოტა” დრო იყო განსაზღვრული კანდიდატურების შესარჩევად, რაც ”არ იყო სწორი”.

    ”ცუდია, რომ პარლამენტმა დანიშნა თავის დროზე 7, 8, 9 იანვარი [კონსულტაციებისთვის], რაც საქართველოში ტრადიციულად არ არის საუკეთესო დრო პოლიტიკური ან რამე სხვა აქტიურობისთვის. და ჩვენ უკანა შესასვლელიდან არაფერს არ უნდა ვაკეთებდეთ,”- განაცხადა სააკაშვილმა.

    ”მე ვთხოვ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომ არ ინერვიულონ და არ ჩათვალონ, რომ მათზე რაიმე ზეწოლაა. პირიქით, დრო აქვთ სწორი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ და ყველანი ერთად შევთანხმდეთ, ჩამოვყალიბდეთ იმ საკითხებზე, რომელიც აქ ექვემდებარება განხილვას,”- აღნიშნა მან.

    მისი თქმით, საქართველოს განვითარებისათვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მთავარი ამოცანაა ”სამაგალითო არჩევნების” ჩატარება, რადგან რუსეთს დამუშავებული აქვს ”სცენარი” საქართველოს საბოლოო დაპყრობის მიზნით არჩევნების ნიადაგზე სამოქალაქო დაპირისპირების ”იმიტაცია” მოაწყოს.

    ”ჩვენი მთავარი ამოცანა უახლოეს თვეებში არის საქართველოში თავისუფალი, სამაგალითო არჩევნების ჩატარება ისე, რომ არავის არანაირი ეჭვები არ ჰქონდეს ამ არჩევნების შედეგებზე,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

    ”საქართველოს მტერს, საქართველოს ოკუპანტს აქვს სრულიად კონკრეტული ამოცანები გააკეთოს იმიტაცია საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების - იმიტაცია, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - და შემდეგ ამის ნიადაგზე განახორციელოს ინტერვენცია და საქართველოს საბოლოო დაპყრობა,”- განაგრძო მან.

    ”საერთოდ ეჭვგარეშეა, რომ ეს არის სცენარი და ასევე აბსოლუტურად არ მეპარება ეჭვი, რომ ისინი ამას ვერ განახორციელებენ,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

     

     

     

     

     

  • უახლესი ამბები
    21 მაი.'13 20:17
    მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
    „ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 
    21 მაი.'13 19:44
    სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
    ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
    21 მაი.'13 18:21
    ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
    „უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
    21 მაი.'13 17:32
    უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
    მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
    21 მაი.'13 16:14
    ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
    პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
    21 მაი.'13 11:59
    აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
    „შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
    21 მაი.'13 11:53
    ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
    შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
    21 მაი.'13 11:42
    17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
    ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
    20 მაი.'13 20:40
    ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
    საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
    20 მაი.'13 18:56
    იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
    საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.

    სივილ ჯორჯიას შესახებ
    Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
    რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
    44

    Visitors
    Since July 1, 2001