RSS Feed Eng | Rus | Geo  
Home
09 თებ. '10 | ბოლო განახლება: 19:20 - 9 თებ.'10
მთავარი ახალი ამბები ინტერვიუ სამხედრო ეკონომიკა ფოტო პოლიტიკა არჩევნები არქივი
 
აგვისტოს ომზე ფილმში სააკაშვილს ენდი გარსია განასახიერებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ოქტ.'09 / 10:28
Share/Save/Bookmark

პარლამენტის წინ დეკორაციები იდგმება, რის შედეგადაც 2008 წლის 12 აგვისტოს ის სცენა გაცოცხლდება, როდესაც ათიათასობით ქართველი რუსეთთან ომის ფონზე ერთობის დემონსტრირებისთვის შეიკრიბა.

ამ სცენის გადაღება იმ ჯერ კიდევ უსათაურო მხატვრული ფილმის ნაწილია, რომელსაც შარშანდელი აგვისტოს ომის შესახებ რეჟისორიც რენი ჰარლინი იღებს. 

ენდი გარსიამ, რომელიც ფილმში პრეზიდენტ სააკაშვილის როლს თამაშობს, გადაღება 19 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში დაიწყო; თბილისში ჩამოსვლამდე იგი ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა.  

ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერია დეპუტატი მმართველი პარტიიდან პაპუნა (მირზა) დავითაია.

კიდევ ერთი სცენა, რომელშიც ენდი გარსია ითამაშებს, გადაღებული იქნება 20 ოქტომბერს პარლამენტის წინ, სადაც ინსცენირებული იქნება შარშანდელი აგვისტოს აქცია, რომელსაც ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერები და პოლონეთის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

ფილმის ძირითადი სიუჟეტი ეხება ამერიკელ ჟურნალისტს - რომელსაც ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი თამაშობს - და მის ოპერატორს, რომლებიც აგვისტოს ომის შუაგულში აღმოჩნდნენ.

ბრძოლის რამოდენიმე სცენა წალკაში და გორშია გადაღებული.

 
გადაღებები გორში. ვიდეო: რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიურო.

ფილმის გადაღება, რომელსაც ჰარლინმა თავის ბლოგზე უწოდა ”ჩემი დიდი ფილმი ომის თემაზე”, ამ თვის დასაწყისში დაიწყო და სავარაუდოდ ნოემბერში დასრულდება. ჰარლინის განცხადებით, ფილმი საქართველოს შესახებ იქნება ”ომის საწინააღმდეგო განაცხადი”.

20-მილიონიანი ფილმის პრემიერა სავადაუდოდ 2010 წლის მაისში შედგება - დაახლოებით ერთი წლის თავზე იმ ფილმის პრემიერიდან, რომელიც რუსეთმა გადაიღო აგვისტოს ომის შესახებ და რომელიც მოვლენების ოფიციალურ რუსულ ვერსიას ასახავს.

იმავდროულად, ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ, რომელიც ოქტომბერში სამხრეთ ოსეთს სტუმრობდა, უარი თქვა რუსეთის შემოთავაზებაზე ფილმი გადაეღო ომის შესახებ.

”არ მივიღე ეს შემოთავაზება, რადგანაც მომდევნო ოთხი წელი სხვა კონტრაქტებით მაქვს ვალდებულებები აღებული,” - განუცხადა მან ”როიტერს”.
 

ამავე თემაზე
რუსეთმა აგვისტოს ომის შესახებ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი გადაიღო

უახლესი ამბები

09 თებ. '10 | 19:20
საქართველომ ყოფილი კონგრესმენის ლობისტური ფირმა იქირავა
09 თებ. '10 | 19:19
ხელისუფლების წარმომადგენლები ”მისტრალზე” საფრანგეთ-რუსეთის გარიგებას აკრიტიკებენ
09 თებ. '10 | 19:17
პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
09 თებ. '10 | 19:14
ადგილობრივი არჩევნების დღე კონსტიტუციურად არ განისაზღვრება
09 თებ. '10 | 16:12
ნოღაიდელმა რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ”ისტორიული” უწოდა
09 თებ. '10 | 13:56
საზოგადოებრივი მაუწყებლის და Eutelsat-ის საქმის სასამართლო განხილვა ორ კვირაში დაიწყება
09 თებ. '10 | 12:23
ბაქრაძე თურქეთს სტუმრობს
08 თებ. '10 | 20:12
საფრანგეთი რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვას დათანხმდა
08 თებ. '10 | 19:52
მიუნხენის კონფერენციას ვაშაძე, ალასანია დაესწრნენ
08 თებ. '10 | 19:34
სააკაშვილი პოსტრევოლუციურ საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთს ადარებს
სხვა ამბები »   

About Civil Georgia
Civil.Ge © 2001-2008, Daily News Online
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57

Visitors
Since July 1, 2001