Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:17 - 21 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვის რეაქცია ტალიავინის კომისიის დასკვნაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'09 / 20:00

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შარშანდელ აგვისტოს ომზე საგამოძიებო მისიის მოხსენების ზოგიერთი ”ორაზროვანი” დებულება ვერ გადაფარავს ”მთავარ დასკვნას მშვიდობიანი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გაჩაღებასთან დაკავშირებით თბილისის ბრალეულობაზე”.

”ჩვენი აზრით კომისიის მცდელობას ფუჭად არ ჩაუვლია - ნებისმიერი მოაზროვნე გამოიტანს 30 სექტემბერს გამოქვეყნებული მოხსენებიდან საკვანძო დასკვნას იმაზე, რომ აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 8 აგვისტოს ღამეს საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წამოიწყო,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების დღევანდელ განცხადებაში, ”საბოლოო ჯამში ესაა ”ტალიავინის კომისიის” მუშაობის მთავარი შედეგი”.

მოსკოვი აქვე აცხადებს, რომ მოხსენება რიგ ”ორაზროვან” ფორმულირებებს მოიცავს. რაც ”ასახავს კვლავინდებურად არსებულ პოლიტიზირებულ მიდგომებს ევროკავშირის ბევრი ქვეყნის მხრიდან 2008 წლის აგვისტოს მოვლენების და მისი შედეგების მიმართ”.

”ბევრ კითხვას იწვევს, კერძოდ, მოხსენების პასაჟი თითქოსდა არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე რუსული მხარის მიერ,”- ნათქვამია განცხადებაში, ”თუმცა იმავე მოხსენებაში ადვილად შეიძლება გამოძებნო არგუმენტები, რომელიც აჩვენებს ასეთი მსჯელობის ხელოვნურ ხასიათს”.

სამინისტროს თქმით, ”რუსეთის მხარემ გამოიყენა ძალა საქართველოს ტერიტორიაზე იმ პოზიციების ჩასახშობად, რომლებიც გამოიყენებოდა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის”.

”ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირის კომისიის მოხსენება დამატებითი საშუალებაა იმ საფრთხის გასააზრებლად, რაც უკავშირდება კონფლიქტების გადაწყვეტისთვის ძალის გამოყენებაზე ფსონის დადებას და აჩვენებს, თუ ამგვარი ავანტიურები როგორ იწვევს სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის რღვევას და მთლიანობაში საერთაშორისო დაძაბულობის გამწვავებას,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და აქვე, ცდილობს გაამართლოს ომის შედეგად სეპარატისტული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მისიის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ 7-8 აგვისტოს ღამით ცხინვალის ”დაბომბვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების მაუწყებელი იყო”.

უახლესი ამბები
21 მაი.'13 20:17
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 
21 მაი.'13 19:44
სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
21 მაი.'13 18:21
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 17:32
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
21 მაი.'13 16:14
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
21 მაი.'13 11:59
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
21 მაი.'13 11:53
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
21 მაი.'13 11:42
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
20 მაი.'13 20:40
ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
20 მაი.'13 18:56
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54

Visitors
Since July 1, 2001