Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:17 - 21 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ’მე ერთი გრამით არ ვნანობ, რომ გავწიე წინააღმდეგობა’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 სექ.'09 / 13:44

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ-იორკში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის არ ნანობს, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწია და ”საქართველო დაიბრუნებს, რაც მათ დროებით აქვთ მიტაცებული”.

”მე ერთი გრამით არ ვნანობ, რომ გავწიე წინააღმდეგობა, არც ერთი ჩვენი დევნილი ამას არ ნანობს,”- განაცხადა მან, ”ამიტომაც არის, რომ დღეს ერთადერთი მოკავშირე, რომელიც იშოვა [რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ] პუტინმა მსოფლიოში, არ არის არც ერთი ნორმალური ქვეყანა... იშოვა [ვენესუელას პრეზიდენტი] ჰუგო ჩავესი, ღმერთმა კარგად მოახმაროს ჩავესი სამუდამოდ პუტინს”.

მისი თქმით, საქართველომ აჩვენა, რომ მტრის წინაშე ყოველთვის ერთიანია და ის მოლოდინი, რომ თბილისში საპროტესტო აქციების შედეგად ქვეყანა ”ჩამოემხობოდა”, არ გამართლდა.

”მე დარწმუნებული ვიყავი და მშვიდად ვიყავი, არაფერიც არ იქნება, იმიტომ, რომ საერთო ჯამში, ჩვენი ხალხი ზუსტად ხვდება სად არის ამბიცია და სად არის მისი ქვეყნის ინტერესი. ამიტომ დღეს საქართველო არის შედუღაბებული, როგორც არასდროს,” - განაცხადა მან

სააკაშვილის თქმით, ბოლო წლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, რომ ”ჩვენ დავმკვიდრდით მსოფლიო რუკაზე, ჩვენ გაგვიცნეს და საქართველოს სახელი ძალიან მყარად ჟღერს მთელს მსოფლიოში”.

სააკაშვილი უკვე ოთხი დღეა ნიუ-იორკში შეხვედრებს მართავს. ის დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომას სიტყვით მიმართავს.  

გუშინ ასამბლეას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმაც მიმართა და თავის გამოსვლაში საქართველოსთან შანშანდელი აგვისტოს ომი გაიხსენა.

”მაშინ, გასული წლის აგვისტოში, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით სიტუაციასთან, რომლის დროსაც ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტი შესაძლოა მასშტაბურ ომში გადაზრდილიყო,”- განაცხადა მან გაეროს ტრიბუნიდან, ”ამასთან - მინდა ამაზე განსაკუთრებით აღვნიშნო - უპასუხისმგებლო რეჟიმებს არ უნდა ჰქონდეთ არავითარი შესაძლებლობა იმისა, რომ სხვა ქვეყნები გადაკიდოს ერთმანეთს”.

უახლესი ამბები
21 მაი.'13 20:17
მერაბიშვილის დაკავების შემდეგ, სააკაშვილი მთავრობას უკრაინული მაგალითის წინააღმდეგ აფრთხილებს
„ყველა უნდა დაფიქრდეს ამ დაპატიმრების პოლიტიკურ შედეგებზე“, განაცხადა მან. 
21 მაი.'13 19:44
სასამართლომ 17 მაისის ძალადობის გამო დაკავებული პირები დააჯარიმა და გაათავისუფლა
ოთხ პირს 100-100 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა ხულიგნობის გამო.
21 მაი.'13 18:21
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 17:32
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
21 მაი.'13 16:14
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე წარედგინება ბრალი.
21 მაი.'13 11:59
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
21 მაი.'13 11:53
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
21 მაი.'13 11:42
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
20 მაი.'13 20:40
ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
20 მაი.'13 18:56
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
42

Visitors
Since July 1, 2001