Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უცხოური ინვესტიციები 2009 წლის პირველ ნახევარში 80.2%-ით შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 სექ.'09 / 10:05

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლის პირველ ნახევარში 226.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, 2008 წლის ანალოგიური პერიოდის 1.143 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით.

2009 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ასევე შემცირდა 92.18 მილიონ აშშ დოლარამდე ამავე წლის პირველი კვარტლის 133.9 მილიონ აშშ დოლართან შედარებით. (სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ივნისში გამოქვეყნებული პირველი კვარტლის მონაცემები 124.7 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა იგივე პერიოდის ახალად გამოქვეყნებულ მონაცემებში მითითებულია 133.9 მილიონ აშშ დოლარი).

მეორე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე მოდის - 73.6 მილიონი აშშ დოლარი.

პირველი კვარტლის მსგავსად, ინვესტიციების ყველაზე დიდი გადინება შეინიშნებოდა ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფეროში - 16.4 მილიონი აშშ დოლარი წლის მეორე კვარტალში; შემდეგ მოდის ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროები - 4.8 მილიონი აშშ დოლარი და 4.4 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად.

მეორე კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია უძრავ ქონებაში ჩაიდო - 57.7 აშშ დოლარი. შედეგად, ამ მაჩვენებელმა 2009 წლის პირველ ნახევარში 81.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. მშენებლობის სექტორმა მეორე კვარტალში 3.6 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა 2009 წლის პირველ კვარტალში არსებულ 4.3 მილიონთან შედარებით.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
81