RSS Feed Eng | Rus | Geo  
Home
09 თებ. '10 | ბოლო განახლება: 19:20 - 9 თებ.'10
მთავარი ახალი ამბები ინტერვიუ სამხედრო ეკონომიკა ფოტო პოლიტიკა არჩევნები არქივი
 
მედვედევი ცხინვალს ესტუმრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ივლ.'09 / 16:37
Share/Save/Bookmark

მედვედევი ცხინვალის მაცხოვრებლებს ესალმება კოკოითთან შეხვედრის დაწყებამდე. 
ფოტო: სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის სამინისტრო 

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქს ცხინვალს ესტუმრა. 

მედვედევი შეხვედრას მართავს სეპარატისტ ლიდერთან ედუარდ კოკოითთან, იტყობინება კრემლი.

მედვედევმა მადლობა გადაუხადა კოკოითს მიწვევისთვის ”ახალ ქვეყანაში”, რომელიც ”წარმოიქმნა რთულ, დრამატული მოვლენების შედეგად და რომელსაც რუსმა ხალხმა მხარი დაუჭირა რთულ მომენტში”, იტყობინება სააგენტო იტარ-ტასსი.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს საქართველოს ამ რეგიონთან აკავშირებს არა მხოლოდ ”დიადი წარსული”, არამედ ნორმატიული ბაზა და რამდენიმე შეთანხმება.

”ჩვენ გვაქვს მთელი რიგი პროექტები რესპუბლიკის ეკონომიკისა და სოციალური სფეროს აღდგენისთვის. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ მათ იმიტომ, რომ საჭიროა ძალიან ბევრი რამის გაკეთება,”- განაცხადა მედვედევმა, ”ჩვენ გვაქვს აუცილებლობა მხარი დავუჭიროთ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და შესაბამისი შეთანხმებები ამ სფეროში”.

ვიზიტისას მედვედევი ასევე ესტუმრა რუსულ სამხედრო ბაზას ცხინვალში, სადაც მას თან ახლდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი და გენშტაბის უფროსი სერგეი მაკაროვი.

”ინტერფაქსის” თანახმად, გენშტაბის უფროსმა პრეზიდენტ მედვედევს განუცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში განლაგებული ბაზა ჩრდილოეთ ოსეთში არსებულ ბაზასთან ერთად  ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 58-ე არმიის შემადგენლობაში შედის და შტაბი, რომლის ოფიცერთა უმრავლესობას ცხელ წერტილებში მიღებული საბრძოლო გამოცდილება გააჩნია, სწორედ ცხინვალშია დისლოცირებული.

”დღევანდელი მომენტისთვის ამ ბაზას შეუძლია შეასრულოს ყველა მისთვის მიცემული ამოცანა,”- აღნიშნა მაკაროვმა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ასევე იტყობინებიან, რომ დიმიტრი მედვედევს ასობით ადგილობრივი მოქალაქე შეეგება კოკოითის რეზიდენციასთან.

ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია ცხინვალის რეგიონში. რუსეთმა საქართველოს ამ რეგიონის დამოუკიდებლობა საქართველოსთან აგვისტოს ომის შემდეგ, 26 აგვისტოს აღიარა. 

ოფიციალურმა პირებმა თბილისში დაგმეს ვიზიტი, როგორც ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

”მაშინ როდესაც მთელი ევროპა აფორმებს ხელშეკრულებას, რომლითაც უნდა მოხდეს ევროპაში ენერგეტიკული მატარებლების მიწოდება დივერსიფიკაცია, რომლითაც უნდა მოხდეს ევროპაში რუსული ენერგეტიკული მონოპოლიის დანგრევა და უნდა გაფორმდეს ის პროექტი, რომლითაც რუსეთის გვერდის ავლით მოხდება ევროპის მომარაგება გაზით და ნავთობით, რუსეთის პრეზიდენტი ჩაბრძანდა ცხინვალში, ჩაბრძანდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

”ეს არ არის ის არჩევანი და ეს არ არის ის გზა, რომლითაც რუსეთი შეძლებს ადეკვატურად უპასუხოს დღეს ევროპაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. მე ვფიქრობ დღევანდელი ვიზიტი ცხინვალში კიდევ ერთხელ ადასტურებს ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომ დღევანდელი რუსეთის ხელისუფლებაში ბრძანდებიან ადამიანები, ვინც თავიანთ სამოქმედო პროგრამად დაისახეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება... ცხინვალში დემონსტრაციული ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტის გახლავთ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი,”- აღნიშნა მან.

ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ”ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანდასწრებით მას ვერ გასცა პასუხი” იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ბარაქ ობამამ საქართველო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ დააფიქსირა და ”მათ გადაწყვიტეს ასეთი ფორმით [ცხინვალში ვიზიტით] გამოეხატათ თავისი პოზიცია”.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, ასევე განაცხადა, რომ ამ ვიზიტით რუსეთის პრეზიდენტს სურდა ”იმ სისუსტის კომპენსირება, რომელიც მან მოსკოვში გამოავლინა” აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. მან ასევე განაცხადა: ”ვინც საუბრობს კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე რუსეთთან, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს”.

კიდევ ერთმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით დარჩიაშვილმა ვიზიტს ”შემაშფოთებელი და ძალიან არაკონსტრუქციული ნაბიჯი” უწოდა.

”ეს რუსეთის საერთაშორისო იმიჯს არაფერს კარგს არ მოუტანს,” - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა.

ამავე თემაზე

მედვედევმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა 
ობამა: სახელმწიფოს სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს 
გრიზლოვი ცხინვალს სტუმრობს 
ლავროვი ცხინვალს სტუმრობს

უახლესი ამბები

09 თებ. '10 | 19:20
საქართველომ ყოფილი კონგრესმენის ლობისტური ფირმა იქირავა
09 თებ. '10 | 19:19
ხელისუფლების წარმომადგენლები ”მისტრალზე” საფრანგეთ-რუსეთის გარიგებას აკრიტიკებენ
09 თებ. '10 | 19:17
პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
09 თებ. '10 | 19:14
ადგილობრივი არჩევნების დღე კონსტიტუციურად არ განისაზღვრება
09 თებ. '10 | 16:12
ნოღაიდელმა რუსეთის მმართველ პარტიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ”ისტორიული” უწოდა
09 თებ. '10 | 13:56
საზოგადოებრივი მაუწყებლის და Eutelsat-ის საქმის სასამართლო განხილვა ორ კვირაში დაიწყება
09 თებ. '10 | 12:23
ბაქრაძე თურქეთს სტუმრობს
08 თებ. '10 | 20:12
საფრანგეთი რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვას დათანხმდა
08 თებ. '10 | 19:52
მიუნხენის კონფერენციას ვაშაძე, ალასანია დაესწრნენ
08 თებ. '10 | 19:34
სააკაშვილი პოსტრევოლუციურ საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთს ადარებს
სხვა ამბები »   

About Civil Georgia
Civil.Ge © 2001-2008, Daily News Online
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
60

Visitors
Since July 1, 2001