Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:20 - 19 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბიუჯეტში ცვლილებები მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივლ.'09 / 20:31

2009 წლის ბიუჯეტის ხარჯები არასაგადასახადო შემოსავლებისა მატების და ასევე რიგი უწყებების დაფინანსების კლების ხარჯზე 314.7 მლნ ლარით იზრდება, მაშინ როცა ამავე საბიუჯეტო ცვლილებებით ხდება საგადასახადო შემოსავლების 500 მლნ ლარით შემცირება.

აღნიშნული ცვლილებები, რაც 2 მლნ ლარით აღემატება პარლამენტში თავდაპირველად წარდგენილ მაჩვენებელს, დეპუტატებმა დღეს დაამტკიცეს.

კანონპროექტზე მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად, ”მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი” და ”ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობა” გახდა იმის მიზეზი, რომ მოსალოდნელია ეკონომიკის კლება 1.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 2.5%-იანი ზრდისა, რის გამოც განხორციელდა გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლების კორექტირება ნახევარი მლრდ ლარით შემცირების მიმართულებით.

კერძოდ, საშემოსავლო გადასახადი მცირდება - 25 მლნ ლარით; მოგების - 83 მლნ ლარით; დღგ - 314 მლნ ლარით; აქციზი - 68 მლნ ლარით; საბაჟო გადასახადიდან შემოსავლები - 8 მლნ ლარით; და სხვა გადასახადიდან  - 2 მლნ ლარით.

ამ შემცირების დასაბალანსებლად და ასევე რიგი უწყებებისა და პროექტების დაფინანსების გასაზრდელად, ბიუჯეტში გათვალისწინებულია გრანტების 110.5 მლნ ლარით; ”სხვა შემოსავლების” - 16.9 მლნ ლარით და ასევე ვალდებულებების 497.9 მლნ ლარით ზრდა.

ეს უკანასკნელი მოიცავს საგარეო ვალდებულებებს - 237.9 მლნ ლარს, მათ შორის: მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის კრედიტები - 141.3 მლნ ლარი და საინვესტიციო კრედიტები - 96.7 მლნ ლარი; და ასევე საშინაო ვალდებულებებს - სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მისაღებ სახსრებს 260 მლნ ლარის ოდენობით.

გარდა ამისა დაახლოებით საერთო ჯამში 66 მლნ ლარით მცირდება შემდეგი უწყებების ხარჯები:

  • 45.0 მლნ ლარით - თავდაცვის სამინისტრო, რომლის დაფინანსება ცვლილებების შედეგად 905 მლნ ლარი გახდა;
  • 9.5 მლნ ლარით - რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • 4.4 მლნ ლარით - ფინანსთა სამინისტრო;
  • 3.6 მლნ ლარით - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
  • 1.7 მლნ ლარით - პრეზიდენტის ადმინისტრაცია;
  • 1 მლნ ლარით - მთავრობის კანცელარია; 
  • 1 მლნ ლარით - იუსტიციის სამინისტრო;
  • 650.0 ათასი ლარით - საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • 133.6 ათასი ლარით - კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 


    312 მლნ ლარი კი ზრდის მიმართულებით შემდეგ უწყებებსა და პროგრამებზე ასე გადანაწილდება: 
  • თბილისის მერიის ტრანსფერი  - 69.4 მლნ ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის;
  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 39.7 მლნ ლარი:  სოციალური პროგრამების დაფინანსება იზრდება 15.9 მლნ ლარით და ჯანდაცვის პროგრამების - 22.3 მლნ ლარით; 
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი -  37.6 მლნ ლარი, საიდანაც 20.0 მლნ ლარი მოხმარდება საჯარო სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას; ხოლო 17.6 მლნ ლარი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების თანადაფინანსებას;
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო  - 25.9 მლნ ლარი რთველის ხელშეწყობის ღონისძიებებზე და მეღვინეობის განვითარებაზე;
  • ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო -  16.3 მლნ ლარი, რომლიდანაც 9.2 მლნ ლარი გათვალისწინებულია აგვისტოს ომის დროს უსახლკაროდ დარჩენილთა საკომპენსაციოდ და 4.7 მლნ ლარი ამ ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის  კომუნალური ხარჯებზე.

უახლესი ამბები
19 თებ.'18 16:20
კვირიკაშვილი მიუნხენში მსოფლიოს ლიდერებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი 16-18 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
19 თებ.'18 15:21
სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
დემირელის კოლეჯის მმართველი მისი ექსტრადირების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე თავისუფალი იქნება.
19 თებ.'18 13:30
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მუხთარლის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ
ერთობლივ განცხადებას ხელს 35 ორგანიზაცია აწერს.
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52