Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 16:13 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
უცხოური ინვესტიციები შემცირდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივნ.'09 / 10:18

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლის პირველ კვარტალში 124.7 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში არსებული 537.6 მილიონი აშშ დოლარიდან, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტი.  

ყველაზე მეტი გადინება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ასევე საბანკო სექტორში შეინიშნებოდა 22.7 მილიონი და 5.5 მილიონი აშშ დოლარი, შესაბამისად. ტრანსპორტის და კომუნიკაციების სექტორებმა 416.6 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა 2008 წლის პირველ კვარტალში, ხოლო საბანკო სექტორმა - 136.9 მილიონი აშშ დოლარი.

2009 წლის იანვარ-მარტში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ენერგეტიკის სექტორში 26.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ნაცვლად 362.5 მილიონი აშშ დოლარისა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდში; უძრავი ქონება - 23.6 მილიონი აშშ დოლარი, ნაცვლად 104.2 მილიონისა; მრეწველობა - 18.3 მილიონი აშშ დოლარი, ნაცვლად 398.2 მილიონისა; მშენებლობა - 6.2 მილიონი აშშ დოლარი ნაცვლად 171.8 მილიონისა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები უმსხვილესი ინვესტორი იყო პირველ კვარტალში - 50.1 მილიონი აშშ დოლარით; მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო - 24.8 მილიონი აშშ დოლარი; ჩეხეთის რესპუბლიკა - 23.7 მილიონი; თურქეთი - 21 მილიონი; ნიდერლანდები - 19.9 მილიონი; იაპონია - 12.2 მილიონი.

2008 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.564 მილიარდი შეადგინა; ხოლო 2007-ში 2.014 მილიარდი აშშ დოლარი. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.
14 დეკ.'17 13:41
პარლამენტმა ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.
14 დეკ.'17 10:45
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
1