Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 18 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ეკონომიკა სააკაშვილის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 თებ.'09 / 11:47

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი მეხუთე ყოველწლიური გამოსვლა პარლამენტში გამოიყენა იმისათვის, რომ აქცენტი პოლიტიკური საკითხებიდან ეკონომიკურ თემატიკაზე გადაეტანა და ეჩვენებინა, რომ მზად არის კონსტრუქციულად ითანამშრომლოს საპარლამენტო უმცირესობასთან.

თავის გამოსვლაში, რომელმაც ერთ საათს ოდნავ გადააჭარბა, პრეზიდენტმა დაახლოებით 55 წუთი ისაუბრა ”ეკონომიკურ სირთულეებზე” იმის მითითებით, რომ ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი და ასევე სოციალურ საკითხებზე. მან 10 წუთზე ნაკლები დაუთმო საგარეო და საშინაო პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს.

მაშინაც კი, როდესაც შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრობდა, მან ეს საკითხიც ძირითადად ეკონომიკური ჭრილში განიხილა.

”ჩვენი მცდელობები უნდა მივმართოთ არა პოლიტიკური კინკლაობისკენ, არამედ უმუშევრობის დაძლევისკენ გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა დღეს,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”განსაკუთრებით კატასტროფულია ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნებში, სადაც ვერ მოხერხდა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება,” - განაცხადა მან და ამ კონტექტსში უკრაინა მოიხსენია, რომელიც, მისი თქმით, ”პოლიტიკური კინკლაობის ფონზე არა თუ ვერ ახერხებს კრიზისიდან გამოსვლას, არამედ სულ უფრო ღრმად შედის ამ კრიზისში”.

მისი თქმით, მიუხედავად სირთულეებისა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა პოზიტიური რჩება, თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს ”ძალიან მყიფეა, თუ ჩვენ ვერ შევძელით სიმშვიდის და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება”.

”ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველის, ეს არის ბრძოლა ეკონომიკის გადასარჩენად, ბრძოლა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ერთ რამეზე, შევძლებთ თუ არა ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა და სტაბილურობა. ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ამ მართლაც გადამწყვეტი ბრძოლის მოგება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის ფორმატი პარლამენტში მმართველი პარტიის და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებს შორის მოლაპარაკებების შედეგად დაიგეგმა. განსხვავებით მისი წინა სამი გამოსვლისგან, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოხსენების დასრულების შემდეგ არ დატოვა სხდომათა დარბაზი, იგი დარჩა და ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკულ გამოსვლებს მოუსმინა; შემდეგ კი უპასუხა მათ - მთელი ეს პროცესი დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.

”მე ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხარისხის დებატები, რომელიც მე ოდესმე მინახავს საქართველოს პარლამენეტში,” - მიმართა სააკაშვილმა დეპუტატებს. ”დღეს საქართველოს პარლამენტმა მაღალ დონეზე ჩააბარა პოლიტიკური დებატების გამოცდა”.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა 12 თებერვალს, რომ წინა წლებში პრეზიდენტი სააკაშვილი უარს ამბობდა ”ნამდვილ ოპოზიციასთან” დებატებში ჩართვაზე. ”როცა ნამდვილი ოპოზიცია იყო პარლამენტში, პრეზიდენტი მე ვერასოდეს ვერ დავითანხმე ღია დებატებზე,” - განაცხადა მან, ”ახლა, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ არსებობს და წინასწარ არის ცნობილი რა ტიპის შეკითხვები იქნება, ეს დებატები გაიმართება. ეს არის კიდევ ერთი ფარსი”.

თავის გამოსვლაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა ახსენა არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ დაყენებული მოთხოვნა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე.

”ბატონო პრეზიდენტო. ჩვენი [მმართველი პარტიის] პოზიციაა, რომ პრეცედენტი, რომელიც შარშან იქნა დაშვებული არჩევნების დანიშვნის თაობაზე არ იქცეს წესად; ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები ქვეყნის და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე. არჩევნების დანიშვნა ქვეყანას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის,” - განაცხადა მან.

დეპუტატების განცხადებების საპასუხოდ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამორიცხა მისი გადადგომის შესაძლებლობა მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, რომელიც 2013 წელს იწურება და განაცხადა: ”მე როცა აღარ ვიქნები პრეზიდენტი და ეს მოხდება 2013 წელს - მინდა დავაწყნარო ბატონი გიორგი თარგამაძე, რომელიც ალბათ სხვა ბევრ ღირსეულ კანდიდატურასთან ერთად ფიქრობს 2013 წელზე, რა თქმა უნდა, მინდა წინასწარ დავაწყნარო ყველა - 2013 წლამდე შევასრულებ საპრეზიდენტო მოვალეობას და შემდეგ საქართველოში იქნება ახალი პრეზიდენტი, რომელიც მოვა დემოკრატიული თავისუფალი არჩევნების შედეგად”.

ეკონომიკური კუთხით პრეზიდენტმა გაიმეორა მისი და ახალი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებები სამ-პუნქტიანი ეკონომიკური გეგმის თაობაზე, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირების თაობაზე, ”ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის კონტექსტში. ამ კუთხით, მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობა საპრეზიდენტო რეზიდენციას წეროვანში საბავშვო ბაღს გადასცემს, ხოლო კიდევ ორს  - ბათუმსა და ზუგდიდში -გაყიდის. იგი ასევე გამოვიდა ახალი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის ინიციატივით სახელმწიფო თანადაფინანსებით, რომელიც მისი თქმით, მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის გახდება ხელმისაწვდომი.     

”ომი არ დამთავრებულა”

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განუცხადა დეპუტატებს, რომ საქართველოს ”მთავარი საზრუნავია ქვეყნის დაცვა ეკონომიკური ფინანსური კრიზისისგან... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი უცხოური პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას”.

”ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა... ცხვირში ძმრად ამოვადენთ ყველას, ვინც ეს ხალხი გამოყარა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ”რუსი ხალხი არ არის ჩვენი მტერი”. ”რა თქმა უნდა, ჩვენი მტერია აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ატარებს რუსეთის ლიდერი პუტინი,” - დასძინა მან.

”რუსეთის ახლანდელ ხელისუფლებას ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება უნდა; ჩვენ ამას ჩვენი ერთობით უნდა დავუპირისპირდეთ... ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ და მუდმივად გვახსოვდეს და ნურანაირი ილუზია  ნუ გვექნება - ეს არის მტერი, რომლის უმნიშვნელოვანესი, საბოლოო და კარგად გამოხატული მიზანია საქართველოს საბოლოო დაქუცმაცება და მსოფლიო რუკიდან ერთხელ და სამუდამოდ გაქრობა,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ პირობებში საქართველოს პრიორიტეტია ნატოში ინტეგრაცია.

მან ომის თემაც წამოიწია და განაცხადა, რომ ”ომში დამარცხებული და გამარჯვებული ირკვევა მაშინ, როცა ომი დასრულებულია”.

”ჯერ არაფერი არ დასრულებულა,” - განაცხადა მან. ”თქვენ გინდათ თქვათ, რომ რუსეთი არის გამარჯვებული ამ ომში? თუ რუსეთმა ეს ომი მოიგო, რატომ ხარჯავს ასობით მილიონ დოლარს საინფორმაციო პროპაგანდაში. თუ ყველაფერი მოიგეს და დაამთავრეს, რისთვის არის ეს ბრძოლა?”

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
18 დეკ.'17 18:26
საქართველომ და ბელარუსმა საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური მინსკს სტუმრობს.
18 დეკ.'17 17:54
სირიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგოშვილი ჰამას პროვინციაში ასადის ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაიღუპა. 
18 დეკ.'17 16:13
პარლამენტში ქართული ოცნების კიდევ ორი ფრაქცია შეიქმნება
მმართველი პარტიის წევრები უარყოფენ მედიის ინფორმაციას, რომ ეს ცვლილება შიდა უთანხმოებას უკავშირდება.
18 დეკ.'17 12:37
2018 წლის აპრილში პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
არჩევნები ჩატარდება ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, რომლის დეპუტატმაც პარლამენტიდან სუს-ში გადაინაცვლა.
17 დეკ.'17 17:14
ევროპარლამენტის ცხრა წევრი მერაბიშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს, პატივი სცეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას.   
15 დეკ.'17 18:50
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
შესაბამისი შესწორება პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დაამტკიცა.
15 დეკ.'17 18:06
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2.5597, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0256-ია.    
15 დეკ.'17 12:34
ამერიკელი სენატორი საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის მიყიდვას ეწინააღმდეგება
სენატორმა რენდ პოლმა რეზოლუცია წარადგინა, სადაც შემოთავაზებული მიყიდვის აკრძალვას ითხოვს.
14 დეკ.'17 19:26
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 42-ე რაუნდი
მხარეთა შორის უთანხმოებები 12-13 დეკემბრის რაუნდის დროსაც გაგრძელდა.
14 დეკ.'17 15:16
სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალი წლისთვის კვლავ 37 ათასით განისაზღვრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ზღვრული მაქსიმუმი 37 ათასს 2008 წლის ივლისის შემდეგ შეადგენს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
91