Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 20:02 - 18 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისის თქმით, აშშ-სთან პარტნიორობის ხელშეკრულება განხილვის სტადიაშია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 დეკ.'08 / 15:15

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების ”ახალ ეტაპზე” გადაყვანაზე მუშაობენ, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს მომავალმა ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ 17 დეკემბერს.

”ურთიერთობის ახალ ეტაპს ექნება თავისი ჩარჩოები, თუ რა ფორმის და რა შინაარისისაა ეს ჩარჩოები, ცოტახანში გავიგებთ. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები,” - განუცხადა ბათუ ქუთელიამ, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ტელეკომპანია ”იმედს”. 

”ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, რომელსაც ინტენსიურად ვუზიარებთ ჩვენს ამერიკულ კოლეგებს. მათაც აქვთ თავიანთი ხედვა. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დაკავშირებული იქნება მაინც უკვე ახალ ადმინისტრაციასთან, თუმცა ეს გარდამავალი პერიოდი ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ წინასწარი საფუძვლების მოსამზადებლად და ასეთი ურთიერთობისათვის,” - განაცხადა მან.

დღესვე ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ისთვის” გაკეთებულ კომენტარებში ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ ამგვარი ხელშეკრულება იქნება ”ერთადერთი გარანტია ჩვენი უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობისთვის იმდენად, რამდენადაც ამერიკის შეერთებული შტატები დღეისათვის არის საერთაშორისო არენაზე მოქმედი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი აქტორი”.

”მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ჩარჩო ხელშეკრულებაზე საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით,” - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 17 დეკემბერს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ 16 დეკემბერს თბილისში განაცხადა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ასახონ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ ქმედებებში.

”ის, რაზეც დეტალურად ვისაუბრეთ [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან], არის აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების და სტრატეგიულ პარტნიორობაზე,” - განაცხადა მან. ”ჩვენ კვლავ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ავსახოთ ეს მშვენიერი სიტყვები - სტრატეგიული პარტნიორობა - ჩვენს რეალურ ქმედებებში, რეალურ ცხოვრებაში”.

სწორედ ქართული მხარე იყო პირველი, ვინც გაახმოვანა ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან შესაძლო ორიმხრივი ხელშეკრულების თაობაზე. გაზეთი ”24 საათი” იტყობინებოდა 15 დეკემბერს, რომ შეთანხმების პროექტი უკვე არსებობს. ”უკვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ორმხრივ ხელშეკრულებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება,” - წერს გაზეთი.

შემდეგ ამ საკითხზე ასევე ისაუბრეს დეპუტატებმა საპარლამენტო უმცირესობიდან ბრაიზასთან შეხვედრის შემდეგ. 

”საჭიროა ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც შესაძლოა ასევე მოიცავდეს პოლიტიკურ-სამხედრო თანამშრომლობას და მოვუწოდებთ საქართველოს და აშშ-ს მთავრობებს დაუყონებლივ დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა,” - განაცხადა დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის შემდეგ 16 დეკემბერს.         

იმავე დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გივი თარგამაძემ განუცხადა ”რუსთავი 2”-ს, რომ სავარაუდო შეთანხმება ”მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს”.

”რაც ჩვენთვის ყველაზე მიმზიდველი და მნიშვნელოვანია, ის მოიცავს სამხედრო თანამშრომლობის სფეროს. მოიცავს შესაბამისად ჩვენი შეიარაღებული ძალების   შემდგომი აღჭურვისა და განვითარების სფეროს, და ასევე - როგორც არის პროექტში  ფორმირებული მე იმ სიტყვებით ვიტყვი - საფრთხეების ერთობლივი დაძლევისთვის განსაზღვრულ  ყველა ღონისძიებას,” - განაცხადა თარგამაძემ.

მოგვიანებით პრესკონფერენციაზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მთავარი მიზანია საქართველოს დახმარება ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების შესრულებაში. ”ამის გარდა დეტალებზე ვერ ვისაუბრებდი, რადგანაც ჩვენ კვლავაც ვამუშავებთ ჩვენს იდეებს,” - განაცხადა ბრაიზამ და დასძინა, რომ არანაირი ხელშეკრულება ჯერჯერობით არ არსებობს.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა 16 დეკემბერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, ”რადგანაც ჩვენ შესაძლოა შემდგომი საფრთხე შევუქმნათ საქართველოს ამ საკითხზე ლაპარაკით, რადგანაც საქმე გვაქვს აბსოლუტურად არაპროგნოზირებად და საშიშ მეზობელთან - რუსეთთან”.

”რუსეთის რეაგირება შეიძლება იყოს არამართებული ამგვარ საჯარო განცხადებებზეც კი,” - განაცხადა მან.

”ჩვენ ვერ ვიტყვით უარს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ჩვენს მთავარ პარტნიორთან მხოლოდ იმის გამო, რომ ამან შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს,” - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 

 

უახლესი ამბები
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.
17 ივნ.'13 17:38
ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს
ყოფილ პრემიერ–მინისტრს ასევე სურს, რომ მისმა ოჯახმა კუთვნილი საბანკო ანგარიშის განკარგვა შეძლოს, განაცხადა ადვოკატმა.
17 ივნ.'13 15:43
ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
17 ივნ.'13 14:47
შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
შსს–ს  ინფორმაციით, სამალავებში ასევე აღმოჩენილია სამართალდამცველების მიერ ადამიანების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოფირები.
17 ივნ.'13 10:57
ანტიტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ ორ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის აქვს წაყენებული ბრალი.
16 ივნ.'13 17:24
სააკაშვილის რომში FAO-ს კონფერენციას ესწრება
პრეზიდენტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის 38-ე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს.
15 ივნ.'13 13:11
ციხის სკანდალის საქმეზე განაჩენი გამოტანილია
სასჯელაღსრულების სისტემის 16 ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო; ერთს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
84

Visitors
Since July 1, 2001