Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:26 - 9 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2009 წლის ძირითადი საბიუჯეტო მონაცემები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ნოე.'08 / 16:10

2009 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი 6.2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც წლევანდელ ბიუჯეტზე 1 მლრდ ლარით ნაკლებია. 

მთლიანი შიდა პროდუქტი, პროექტის თანახმად, მომავლ წელს 4%-ით გაიზრდება და შეადგენს 21.5 მლრდ ლარს; ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 7%-ია, ხოლო ბიუჯეტის პროექტი აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის 1.65  ერთეულზეა ნაანგარიშები.

პროექტის მიხედვით მომავალ წელს ბიუჯეტში გრანტების სახით 250.7 მლნ ლარია დაგეგმილი. 

ბიუჯეტის პირვანდელ პროექტთან შედარებით, გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სოციალური ხარჯების ზრდა. ბიუჯეტის პრიორიტეტად კვლავ რჩება თავდაცვისა და მართლწესრიგის ღონისძიებების დაფინანსება. 

მომავალ წელს თავდაცვის სფერო ბიუჯეტიდან 950 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 595 მლნ ლარით ნაკლებია წლევანდელ დაფინანსებაზე. 2008 წლის დასაწყისში თავდაცვის დაფინანსება 1.1 მლრდ ლარს შეადგენდა, თუმცა წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად 1.545 მლრდ ლარამდე გაიზარდა.

მთლიანობაში, სამინისტროების დაფინანსება წლევანდელთან შედარებით მცირდება, თუმცა რიგ უწყებებს ბიუჯეტის თავდაპირველ პროექტთან შედარებით, დაფინანსება კიდევ უფრო ეზრდება. 2009 წელს სამინისტროების ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 1.494 მლრდ ლარი (2008 წ - 1.317 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 950 მლნ ლარი (2008 წ - 1.545 მლრდ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 560 მლნ ლარი (2008 წ - 740 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 1. 362 მლრდ ლარი (2008 წ - 1.899 მლნ ლარი);
  • ეკონომიკის განვითარების სამინისტრო – 587.2 მლნ ლარი (2008 წ - 391.1 მლნ ლარი);
  • ენერგეტიკის სამინისტრო  – 40.3 მლნ ლარი (2008 წ - 120.3 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 58.3 მლნ ლარი (2008 წ - 49.5 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 116.1 მლნ ლარი;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 70 მლნ ლარი (2008 წ - 57.9 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 525 მლნ ლარი (2008 წ - 467.7 მლნ ლარი);
  • კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო –86.3 მლნ ლარი (2008 წ - 77.3 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 87 მლნ ლარი (2008 წ - 86.2 მლნ ლარი);
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო – 37.1 მლნ ლარი (2008 წ - 38.5 მლნ ლარი);
  • ლტოლვილთა და განსახლების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 30 მლნ ლარი (2008 წ - 96.9 მლნ ლარი);
  • რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.3 მლნ ლარი (2008 წ - 1.5 მლნ ლარი); 
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.1 მლნ ლარი (2008 წ - 1.1 მლნ ლარი);
  • რეგიონული მართვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.2 მლნ ლარი (2008 წ - 2.6 მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  750 ათასი ლარი (2008 წ - 848 ათასი ლარი).

ამასთან, ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების 176 მლნ ლარით ზრდის პირობებში დაგეგმილია რიგი სოციალური პროგრამების დაფინანსება. კერძოდ, 1 იანვრიდან ასაკის საფუძველზე დანიშნული პენსია 75 ლარამდე (5 ლარით), ხოლო 1 ნოემბრიდან 80 ლარამდე გაიზრდება; 1 ივლისიდან ყველა 2 წელზე მეტი სტაჟის მქონე ასაკით პენსიონერი მიიღებს სტაჟის დანამატს 10 ლარის ოდენობით; 1 ნოემბრიდან 5 ლარით იზრდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსია და შეადგენს 70 ლარს; 1 აპრილიდან 400 ათასი ყველაზე გაჭირვებული პირი ოჯახზე 30 ლარიან დახმარებასთან ერთად დამატებით თითოეულ ოჯახის წევრზე 12 ნაცვლად მიიღებს 24 ლარს; 1 სექტემბრიდან კი დამატებით 200 ათასი პირი, ოჯახზე 20 ლარიან დახმარებასთან ერთად მიიღებს თითოეულ ოჯახის წევრზე 16 ლარიან დახმარებას, ხოლო მომდევნო 300 ათასი პირი 10 ლარიან დახმარებას და ოჯახის წევრზე დამატებით 8 ლარს. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900-ვე ბენეფიციარი იქნება დაზღვეული.

ამას გარდა, მთლიანობაში 68 მლნ ლარია გათვალისწინებული დევნილთა შემწეობებზე - კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში მცხოვრები დევნილი 22 ლარს, ხოლო კერძო სექტორში მცხოვრები - 28 ლარს მიიღებს ყოველთვიურად. იმავდროულად, თითოეულ დევნილზე კომუნალური ხარჯების დასაფარად ყოველთვიურად 5 ლარის დახმარებაა გათვალისწინებული. დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებითა და თანადაფინანსებით სულ გათვალისწინებულია 16.5 მლნ ლარი, მათ შორის დონორთა დაფინანსება შეადგენს 13.8 მლნ ლარს.

მომავალ წელს 50 ლარით ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებელთა ხელფასები - 25 ლარით 1 იანვრიდან და 25 ლარით 1 სექტემბრიდან.

2009 წელს დაფინანსება 42.9 მლნ ლარამდე გაეზრდება საქართველოს პარლამენტს, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 16 მლნ ლარზე შენარჩუნდება; მთავრობის კანცელარიის ხარჯები კი 10 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, 25-25 მლნ ლარია გათვალისწინებული პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებისათვის.

ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც წელს 47.4 მლნ ლარით ფინანსდება, 8.4 მლნ ლარს მიიღებს იმის გამო, რომ მომავალ წელს არჩევნები არ არის დაგეგმილი. ამ თანხაში შედის პოლიტიკური პარტიების 3.9 მლნ ლარით დაფინანსება.

მიმდინარე წელთან შედარებით, მომავალ წელს ყველა სამხარეო ადმინისტრაცია გაზრდილ დაფინანსებას მიიღებს 540-750 ათასი ლარის ფარგლებში. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტში 10 მლნ ლარია გათვალისწინებული, ნაცვლად წლევანდელი 19 მლნ ლარისა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 160 მლნ ლარს შეადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2 მლნ ლარს მიიღებს, წელს გათვალისწინებული 1.9 მლნ ლარის ნაცვლად.

5 მლნ ლარით გაიზრდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ბიუჯეტი და მომავალ წელს 25.5 მლნ ლარს მიაღწევს.

საგრძნობლად იზრდება ასევე საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსებაც, რომელიც მომავალ წელს 25 მლნ ლარს მიაღწევს.  წელს საპატრიარქოსთვის 9.5 მლნ ლარია გათვალისწინებული.

საპარლამენტო განხილვების შედეგად, რომელიც მიმდინარე კვირაში დაიწყო, არ არის გამორიცხული, რომ ბიუჯეტის პროექტმა კიდევ განიცადოს დამატებითი ცვლილებები.

უახლესი ამბები
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.
07 დეკ.'17 19:32
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას მხარი დაუჭირა
ცვლილებების ფარგლებში, რამდენიმე სამინისტრო შერწყმა და რეორგანიზაცია მოხდება.
07 დეკ.'17 17:02
კვირიკაშვილი იერუსალიმის შესახებ ღია წერილის გამო დეპუტატს საყვედურობს
პრემიერ-მინისტრმა უარყო დეპუტატის მოწოდება, რომ საქართველომ იერუსალიმთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება გაიზიაროს.
07 დეკ.'17 14:44
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთს სტუმრობს
ირაკლი კობახიძე შვედეთის მეფე კარლ გუსტავ XVI-ს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
07 დეკ.'17 13:39
არასამთავრობოებმა უკრაინაში ქართველი ჟურნალისტების არშეშვების გამო შეშფოთება გამოთქვეს
უკრაინაში შესვლაზე უარი ტელეკომპანიების რუსთავი2-ის, TV პირველის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს უთხრეს.
07 დეკ.'17 12:56
სააკაშვილის მხარდასაჭერად თბილისში აქცია გაიმართა
ენმ-ის წევრებმა და აქტივისტებმა უკრაინაში სააკაშვილის დაკავება გააპროტესტეს.
06 დეკ.'17 18:35
მმართველი გუნდის ნაწილი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტს აკრიტიკებს
აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმას დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70