Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:26 - 24 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აჭარის უმაღლესი საბჭო, წინასწარი მონაცემებით, ორპარტიული იქნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 ნოე.'08 / 11:04

აჭარის უმაღლეს საბჭოს 3 ნოემბრის არჩევნებში მონაწილე ექვსი პოლიტიკური სუბიექტიდან მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ და გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებმა გადალახეს  5%-იანი ბარიერი.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელიც ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა,  მმართველმა პარტიამ ხმათა 78.82%, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა - 14.71% მოიპოვეს.

2% და ნაკლები მაჩვენებელი აქვთ დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს: ჩვენ თვითონ, ქართული დასი, მრეწველები და ერთიანი კომუნისტური პარტია. ეს მონაცემები ეყრდნობა 334-დან 328 (მათ შორის 3 უბნის შედეგი გაუქმდა) უბნის დათვლის შედეგებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარულ არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იმ ხუთი ოლქის (ბათუმი, ქედა, ქობულეთი, შუახევი, ხულო) წინასწარი მონაცემებით, რომელიც ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია რომელი პარტიის კანდიდატი იმარჯვებს ხელვაჩაურის ოლქში. 

3 ნოემბრის არჩევნებზე აჭარელი ამომრჩევლის 44.9%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ივლისში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით,  ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტში ადგილების რაოდენობა 30-დან 18-მდე შემცირდა.

18 წევრიდან ექვსი მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს, თუმცა არანაკლებ ხმების 1/3-სა, გამარჯვებულად გამოცხადდება. დანარჩენ 12 ადგილს პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატები დაიკავებენ. საარჩევნო ბარიერი 7%-დან 5%-მდე შემცირდა.

ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს აჭარის არჩევნებს ისევე, როგორც მათ მონაწილეობა არ მიიღეს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარულ არჩევნებში არ მიიღო მონაწილეობა ასევე მმართველმა პარტიამაც.

3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ვაკის რაიონში ხმათა უმეტესობა დააგროვა ქრისტიან-დემოკრატების კანდიდატმა თამაზ კვაჭანტირაძემ, ხოლო დიდუბეში დამაჯერებლად ლიდერობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ ჩახვაძე.

თუ ცესკოს ეს წინასწარი მონაცემები არ შეიცვლება, პარლამენტში მეშვიდე წევრი დაემატებათ ქრისტიან-დემოკრატებს, ხოლო ედპ, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს წევრია, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ ისევ წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში, სადაც მას მხოლოდ ერთი დეპუტატი ეყოლება.

ოფიციალური ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა ვაკეში 7.6%, ხოლო დიდუბეში 11.4%-ს შეადგენდა. კანონით არ დგინდება ამომრჩეველთა აქტივობის ზღვარი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალოს.

 

უახლესი ამბები
24 მაი.'13 19:26
ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
24 მაისს თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდნენ. 
24 მაი.'13 17:22
17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა
ამ საქმეზე ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით გასამართლდა, ხოლო ორ სასულიერო პირს ბრალი წარედგინა.
24 მაი.'13 16:58
ხელისუფლებას უკანონო ფარული თვალთვალის წინააღმდეგ მეტი გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებენ
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო აცხადებს, რომ შსს-ს ამჟამადაც გააჩნია უკონტროლო მოსმენების განხორციელების შესაძლებლობა.
24 მაი.'13 14:26
სააკაშვილი ეკვადორის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება
იგი რაფაელ კორეას საპრეზიდენტო ინაუგურაციას 24 მაისს დაესწრება.
24 მაი.'13 13:21
ჯონ კერიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
მისალოც გზავნილში აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „ახლო პარტნიორობას“.
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47

Visitors
Since July 1, 2001