Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 23:53 - 22 სექ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”სამხრეთ ოსეთი სულ ცოტა თვეების საკითხია” - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00

პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია.

”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს.
 
სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ.

პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”.

”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.

28 ნოემბერს დევნილებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: ” უახლოეს მომავალში, მე ვგულისხმობ უახლოეს თვეებს, მე არ ვამბობ უახლოეს წლებს, ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, შევქმნით პირობებს თქვენი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნებისთვის აფხაზეთში”.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
22 სექ.'17 23:53
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველთა სახლების განადგურებას ეხმაურება
სოფელ ერედვში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ხელისუფლება „გენოციდის გაგრძელებად“ აფასებს. 
22 სექ.'17 22:53
მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის თითქმის მილიონი დახარჯა
სულ ბოლოს მთავრობამ კომპანია StrateVarious LLC-სთან მოაწერა კონტრაქტს ხელი.
22 სექ.'17 17:17
კვირიკაშვილი: საქართველო იზრდება, ის არის სიცოცხლით სავსე და მტკიცე გამოწვევებთან ბრძოლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
22 სექ.'17 17:00
ადგილობრივ არჩევნებზე 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 200-ზე მეტი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
რამდენიმე დღეში საარჩევნო ადმინისტრაცია სარეგისტრაციო პროცედურებს დაასრულებს და კანდიდატთა საბოლოო სიებს გამოაქვეყნებს.
22 სექ.'17 12:00
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. 
21 სექ.'17 18:36
რუსეთი სოხუმში საბაჟო პუნქტს გახსნის
პუნქტი მთელ აფხაზეთს მოიცავს, რუსეთის კანონმდებლობით იმუშავებს, მისი თანამშრომლები კი იმუნიტეტით ისარგებლებენ.
21 სექ.'17 18:19
მმართველი პარტია ბონუსის სისტემაზე უარს ამბობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ექნებათ.
21 სექ.'17 17:49
რესპუბლიკური პარტია ერთნაირი სქესის მქონე პირთათვის სამოქალაქო პარტნიორობას ლობირებს
პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.
21 სექ.'17 12:04
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე გახდა
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა OGP-ის თავმჯდომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ოფიციალურად გადაიბარა.
20 სექ.'17 17:58
რუსი მინისტრი: მოსკოვი სამხრეთ ოსეთის მიმართ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს ‘ადასტურებს’
მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ლევ კუზნეცოვი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს სტუმრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
62