Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:47 - 20 ივნ.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია რეგულარული საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ოქტ.'07 / 12:30

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2 ნოემბრიდან დაიწყება პერმანენტული საპროტესტო აქციები, თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.

”ეს იქნება არა ერთდღიანი აქცია. ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ იქნება შესრულებული,”  - განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 22 ოქტომბერს.

იგი იმ ათი ოპოზიციური პარტიის სახელით გამოვიდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარების მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა.

22 ოქტომბერს ოპოზიციამ თბილისის მერიას ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა 2 ნოემბრის გეგმების თაობაზე, რომელიც, დავითაშვილის თქმით, ”100 000-იანი საპროტესტო აქციის” ჩატარებას ეხება.

17 ოქტომბერს პრეზედენტ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სახელზე გაგზავნილ წერილში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძირითადი მოთხოვნები ჩამოაყალიბა:

• პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში - 2008 წლის გაზაფხულზე;
• არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
• მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
• გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები. 
 

უახლესი ამბები
20 ივნ.'13 11:47
ღარიბაშვილი მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებულ გამოძიებაზე საუბრობს
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვიდეოს უკან შესაძლოა ის ადამიანია, რომელმაც ძალიან კარგად იცის სამინისტროს ტექნიკურ–ოპერატიული საშუალებები.
20 ივნ.'13 11:16
კბილაშვილი ციხის სკანდალის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკეს
მთავარი პროკურორი ქართული ოცნების რამდენიმე დეპუტატმა ბედუკაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების გამო გააკრიტიკა.
19 ივნ.'13 17:55
შსს: სამალავებში აღმოჩენილ წამების ვიდეოებთან დაკავშირებით ხუთი პირია დაკავებული
ოთხი მათგანი ყოფილი და მოქმედი პოლიციელები არიან, აცხადებს შსს.
18 ივნ.'13 20:02
უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა „შერჩევითი პოლიტიკური სამართალი“ გამოავლინა.
18 ივნ.'13 19:24
შსს-ში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო მასალები კვირას განადგურდება
პირველ ეტაპზე იგეგმება იმ 54 დისკის განადგურება, სადაც ინტიმური შინაარსის ფაილებია თავმოყრილი.
18 ივნ.'13 16:15
სუბარის თქმით, მერაბიშვილი საპატიმროში ტელევიზორით უზრუნველყოფილი იქნება
ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა საკანში ტელევიზორის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო.
17 ივნ.'13 18:48
ნაციონალური მოძრაობა საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიული პრაიმერით გამოავლენს
პრაიმერში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და ერთი კვირის თავზე მსურველთა ზუსტი რაოდენობა გამოიკვეთება, განაცხადა ბაქრაძემ.
17 ივნ.'13 17:38
ადვოკატი: მერაბიშვილი შიმშილობს, ითხოვს ტელევიზორს
ყოფილ პრემიერ–მინისტრს ასევე სურს, რომ მისმა ოჯახმა კუთვნილი საბანკო ანგარიშის განკარგვა შეძლოს, განაცხადა ადვოკატმა.
17 ივნ.'13 15:43
ალასანია აზერბაიჯანს სტუმრობს
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა.
17 ივნ.'13 14:47
შსს: სამეგრელოში აღმოჩენილია იარაღის სამალავი
შსს–ს  ინფორმაციით, სამალავებში ასევე აღმოჩენილია სამართალდამცველების მიერ ადამიანების სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოფირები.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20

Visitors
Since July 1, 2001