Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:02 - 26 იან.'15
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიციამ პოლიტიკური პრიორიტეტები წარმოადგინა
/ 17 ოქტ.'07 / 17:32
სივილ ჯორჯია

ათი ოპოზიციური ჯგუფი შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს 2008 წლის გაზაფხულზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გზით ახალი ხელისუფლების არჩევაში ხედავს და საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების კონსოლიდაციის აუცილებლობაზე მიუთითებს.

ამის შესახებ საუბარია საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს მანიფესტში, რომელიც 12 პრინციპული საკითხის ირგვლივ ერთიან მიდგომებს აფიქსირებს და იმავდროულად, ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს.

მანიფესტს 17 ოქტომბერს საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ლეიბორისტულმა, რესპუბლიკურმა, კონსერვატიულმა პარტიებმა, თავისუფლებამ,  საქართველოს გზამ, ხალხის პარტიამ, მოძრაობამ ერთიანი საქართველოსათვის, ეროვნულმა ფორუმმა, პოლიტიკურმა გაერთიანებამ “ჩვენ თვითონ” და “ქართული დასმა” მოაწერეს ხელი.

თუმცა, ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მანიფესტი, რომელიც განსაზღვრავს მათ ხედვას არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, სასამართლო სისტემაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ადგილობრივ თვითმმართველობაზე, თავისუფალ მედიაზე, საკუთრების უფლებებზე, ბიზნესზე, სოციალურ პოლიტიკაზე, ეროვნულ ღირებულებებზე და საგარეო პოლიტიკაზე, არ ნიშნავს იმას, რომ ეს პარტიები ერთიან ბლოკს შექმნიან და არჩევნებში ერთიანი ძალით მიიღებენ მონაწილეობას.

თუმცა, დოკუმენტში ნათქვამია: ”ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს წევრები, ვიღებთ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის და ქვეყნის მომავლის  წინაშე, ვაცხადებთ, რომ დღესაც და მომავალშიც ვიქნებით ერთგულნი მანიფესტში მოცემული ფუნდამენტური პრინციპებისა”.

მანიფესტში ნათქვამია, რომ არჩევნებს უნდა ატარებდეს პოლიტიკური ძალების და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი, პარიტეტის საფუძველზე შექმნილი საარჩევნო ადმინისტრაცია. ამჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცსკ) სერთიფიცირებული საარჩევნო მოხელეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც, კანონის თანახმად, უპარტიოები უნდა იყვნენ. 

თუმცა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ლევან თარხნიშვილის დანიშვნამ ცსკ-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ ხელისუფლება არ აპირებს თავისი გავლენის შესუსტებას ცსკ-ზე.   

მანიფესტის მეორე პუნქტი ითვალისწინებს სახელისუფლებო სტრუქტურების გადაწყობას ურთიერთშეკავებისა და გაწონასწორების პრინციპებზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყველაზე მისაღებ მოდელად მიიჩნევა ”ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობა”.

ათი ოპოზიციური პარტია ასევე პირობას დებს, რომ შეიქმნება პირობები, რომლის დროსაც ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა სასამართლო სისტემაზე შეუძლებელი გახდება.

მანიფესტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ”ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა” უნდა გახდეს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. ”მხოლოდ ძლიერი, დემოკრატიული საქართველო შეიძლება იყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტი,” - ნათქვამია დოკუმენტში.    

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ რუსული სამშვიდობო ძალების დაუყონებლივ გაყვანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან უნდა გახდეს ამ პოლიტიკის ნაწილი.

საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით დოკუმენტი ხაზგასმით აღნიშნავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას და დსთ-დან ქვეყნის გამოსვლის საჭიროებას.  

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მერების და გამგებლების პირდაპირი არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის საფუძველი უნდა გახდეს.

მანიფესტის ერთი პუნქტი ეძღვნება ”პოლიტიკური ძალადობის აღკვეთას”. ამ კონტექსტში პარტიები პირობას დებენ, რომ გათავისუფლებულ იქნებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, გამოძიებულ იქნება შევარდნაძის და სააკაშვილის მმართველობის პერიოდის გახმაურებული საქმეები (პრეზიდენტ გამსახურდიასა და პრემიერ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებანი, სანდრო გირგვლიანის, ამირან რობაქიძის და სხვათა მკვლელობები, თავდასხმა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე და ა.შ.).

ოპოზიციური პარტიები ასევე აცხადებენ მანიფესტში, რომ დაცული იქნება საკუთრების უფლებები და განხორციელდება ”სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მესაკუთრეებისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება”. მანიფესტის თანახმად, ბიზნესი გათავისუფლდება ”სახელმწიფო რეკეტისგან”.

სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, მანიფესტში ნათქვამია, რომ საჯარო სექტორში მინიმალური ხელფასი გაუთანაბრდება საარსებო მინიმუმს.

დოკუმენტში ასევე საუბარია სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე და ნათქვამია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის შესწავლას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მიერ და მათ სრულფასოვან ინტეგრირებას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. მანიფესტში ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო დაიცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ უკანასკნელს პრივილეგიებს ანიჭებს სხვა რელიგიურ ჯგუფებთან მიმართებაში.

 


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
26 იან.'15 14:02
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი ვახტანგ გომელაური გახდა
გომელაური 2013 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.
26 იან.'15 11:37
ლიტვის პრემიერ–მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ალგირდას ბუტკევიჩიუსი 25–27 იანვარს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელმძღვანელობას შეხვდება. 
26 იან.'15 11:19
უსუფაშვილი ირანში შეხვედრებს მართავს
პრეზიდენტმა რუჰანიმ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა, მათ შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროებში.
26 იან.'15 11:17
თბილისი ‘უკიდურეს შეშფოთებას’ გამოხატავს მარიუპოლის დაბომბვის გამო
„განსაკუთრებით საგანგაშოა... მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის განუხრელი ზრდა“, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
24 იან.'15 12:47
საქართველო გმობს რუსეთის სათათბიროს მიერ აფხაზეთთან ‘ყირიმის ოკუპაციის ტოლფასი’ ხელშეკრულების რატიფიცირებას
საქართველოს საგარეო უწყებამ კრემლის „დესტრუქციული ქმედებების აღსაკვეთად“ საერთაშორისო საზოგადოებას „სათანადო ზეწოლისკენ“ მოუწოდა.
24 იან.'15 12:35
მარგველაშვილი ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ლარმა 1 იანვრის შემდეგ თავისი ღირებულების 6%–მდე დაკარგა და 2004 წლის აპრილის შემდეგ უდაბლეს ნიშნულამდე დაეცა.
24 იან.'15 12:24
თბილისი გმობს დონეცკში მომხდარ აფეთქებას
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიურად იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში“, - აცხადებს საგარეო უწყება.
23 იან.'15 19:54
ღარიბაშვილი მიესალმა ჭიკაიძის გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე
„ის მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა მართლაც ღირსეული პოლიციელი და ერთგული  ჯარისკაცი ჩვენი ქვეყნის“, - განაცხადა პრემიერმა დავოსში.
23 იან.'15 16:43
შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა
ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მიზეზად ვაზაგაშვილთან დაკავშირებული საქმე დაასახელა.
23 იან.'15 16:23
უსუფაშვილი ირანს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე პრეზიდენტ ჰასან რუჰანის და თავის ირანელ კოლეგას შეხვდება 24-27 იანვარს დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2013, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
77