Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 14:10 - 17 თებ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი გაეროს ტრიბუნიდან რუსეთს აკრიტიკებს
/ 27 სექ.'07 / 11:13
სივილ ჯორჯია

საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საქართველოში სეპარატისტული მოძრაობების წახალისებისა და მხარდაჭერისკენ მიმართული რუსეთის არაგონივრული ქმედებები, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას.

კერძოდ, სააკაშვილმა გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ განცხადებების გამო, რომელიც მან ნიუ-იორკში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე გააკეთა. ლავროვმა განაცხადა, რომ 20 სექტემბრის ინციდენტის დროს საქართველოს სპეცრაზმმა დაიჭირა და სასტიკად გაუსწორდა ორ აფხაზ მებრძოლს.

”დღეს დილით რუსმა მაღალჩინოსანმა გააკეთა ძალიან არაკონსტრუქციული, არარეალური და არასწორი ბრალდება ქართული ძალების წინააღმდეგ, განაცხადა რა, რომ მათ ორი უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ზემო აფხაზეთში,” - განაცხადა სააკაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.

”თუმცა, ამ რუსმა მაღალჩინოსანმა არ თქვა ის, რომ ერთ-ერთ მათგანი იყო რუსული არმიის ვიცე-პოლკოვნიკი და ის მოკლეს შეიარაღებული სეპარატისტი მეამბოხეების წინააღმდეგ სპეცოპერაციის დროს,” - განაცხადა მან.  

”საინტერესოა, რას აკეთებდა რუსული არმიის ვიცე-პოლკოვნიკი ქართულ ტყეებში, შეიარაღებული მებრძოლების ჯგუფს უწევდა ორგანიზებას და ხელმძღვანელობდა მათ ძალადობის და დივერსიის პროცესში?” 

”მინდა ვკითხო ჩვენ რუს მეგობრებს: რუსეთში საკმარისი ტერიტორია არ არის? არ არის რუსეთში საკმარისი ტყეები რუსი ოფიცრებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რომ არ დაიხოცნონ, ქართულ ტყეებში, იმისათვის, რომ უცხოურ ტერიტორიაზე არ იბრძოლონ, ღმერთმა იცის, რისთვის?” - განაცხადა სააკაშვილმა.

(თუმცა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ გამოსვლის ტექსტში, ეს სტიქონი ამგვარადაა ფორმულირებული: ”ხელმძღვალობდა შეიარაღებულ მეამბოხეთა ჯგუფს ტერორის პროცესში”).

მისი თქმით, რუსი ვიცე-პოლკოვნიკი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და შემდეგ სამსახური აფხაზურ ძალოვან სტრუქტურებში გააგრძელა.

რუსეთის წინააღმდეგ გაჟღერებულ კიდევ ერთ ბრალდებაში, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”რუსული ელემენტები აქტიურად და უკანონოდ აშენებენ ახალ, დიდი სამხედრო ბაზას” ჯავაში.

ჯავა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის ანუ ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსის გარეთ მდებარეობს. ეუთოს დამკვირვებლებს, რომლებიც  კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დაკვირვების მიზნით არიან განთავსებული, არ აქვთ უფლება 15-კილომეტრიანი რადიუსის გარეთ განახორციელონ მონიტორინგი.

თუმცა, სააკაშვილმა თავის მიმართვაში ასევე განაცხადა, რომ ”ეს სახიფათო ესკალაცია მიმდინარეობს საერთაშორისო დამკვირვებლების ცხვირწინ, რომელთა საქმეცაა ამ ტერიტორიის დემილიტარიზაცია”.

მისი თქმით, საქართველოს გააჩნია ”ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულება”, მათ შორის ვიდეოსიუჟეტი, სადაც ასახულია, თუ როგორ ეხმარებიან რუსები სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას ჯავაში სამხედრო ბაზის მშენებლობაში.

”ამგვარი არაგონივრული ქმედებები უნდა გაშუქდეს და დაიგმოს,” - მოუწოდა სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას, ”ჩვენი საერთო საქმეა ახლა არა ის, რომ ვიკითხოთ, თუ როგორ არის ეს შესაძლებელი, არამედ ვიმოქმედოთ გაბედულად”. 

მისი თქმით, ”ერთადერთი დაბრკოლება” სამხრეთ ოსეთის ინტეგრირებისა არის სეპარატისტული რეჟიმი, რომელიც ძირითადად შედგება ”მეზობელი რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებისგან, რომელთაც ისტორიულად არანაირი ეთნიკური კავშირი არ აქვთ ამ ტერიტორიასთან”.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის მხარდაჭერის აშკარა მცდელობისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში არსებული ახალი ძალა სამხრეთ ოსეთის ხალხს წარმოადგენს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ სანაკოევი ” სამხრეთ ოსეთის ხალხმა აირჩია დემოკრატიულ არჩევნებში, რათა წარმოადგინოს ისინი”.

”ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ეთნიკური ოსების სიმამაცეს, რომელთაც გადაწყვიტეს ეს გზა აერჩიათ საქართველოს შიგნით,” - განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ ამ ახალი ძალის წარმოშობა მშვიდობის შესაძლებლობას იძლევა. 

მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ”გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია, რომელიც ასევე შესაძლებელია და მთავარ რისკს წარმოადგენს”.

”გაერომ ვერ შეძლო საქართველოს გამთლიანება”

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა გაერო იმის გამო, რომ ვერ შეძლო ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ვერ შეუწყო ხელი ასიათასობით იძულებით გადაადგილებული პირის დაბრუნებას აფხაზეთში.

”გაერო ცდილობს მშვიდობა დაამყაროს ამ რეგიონში,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”თუმცა მან ვერ შეძლო საქართველოს გამთლიანება”.

მან გააფრთხილა, რომ თითოეული დღე, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გარეშე ჩაივლის, ”ნიშნავს ამ ორგანიზაციის სანდოობის და საკუთარი მისიის შესრულების უნარის თანდათანობით შერყევას”.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო 14 წლის მანძილზე არ გაკეთებულა ”სიღრმისეული ანალიზი” იმისა, თუ რატომ აღმოჩნდა გაეროს მცდელობები წარუმატებელი.  

ამის გამო, ახალი პოზიტიური დინამიკის შეტანის მიზნით, მან განაცხადა: ”დღეს მოვუწოდებ გაეროს დაიწყოს სამშვიდობო პროცესის ყველა ასპექტის ამომწურავი შესწავლა”.

პრეზიდენტის თქმით, ამ ანალიზის შედეგი უნდა იყოს ”ფუნდამენტალური ცვლილებები” და პირველ რიგში მოლაპარაკებების ფორმატსა და სამშვიდობო ოპერაციაში, ”რომელიც ინერტული და კონტრპროდუქტიულია”.

”ე.წ. სამშვიდობო ძალების მიკერძოებული და დაუბალანსებელი ქმედებები უნდა შეიცვალოს კომპეტენტური და ნეიტრალური ძალით, რომელიც ჩაერთვება მშვიდობის დამყარებაში და არა სტატუს ქვოს და უსამართლობის შენარჩუნებაში”, - განაცხადა სააკაშვილმა. სამშვიდობო ოპერაციის შეცვლისკენ მან გაეროში გასულ წელს გამოსვლის დროსაც მოუწოდა.

მან ასევე განაცხადა, რომ დევნილთა დაბრუნების ხელშესაწყობად საჭირო იყო ”გააზრებული და განხორციელებადი გეგმის” შემუშავება.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგი უნდა აღდგეს ”ყოველგვარი წინაპირობისა და იმ მხარეების ჩართვის გარეშე, რომლებიც დიალოგის წინააღმდეგ არიან”.

სოხუმი თბილისთან დიალოგის განახლების წინაპირობად ზემო კოდორის ხეობიდან ქართული ძალების გაყვანას ასახელებს. 

სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი სოხუმს სთავაზობს, უსაფრთხოებას, სრული თვითმმართველობის უფლებას, ცვლილებებს საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც დაცული იქნებიან უმცირესობები, მათ ენობრივი უფლება, ასევე უზრუნველყოფილი იქნება მათი კულტურისა და განათლების ხელშეწყობა. მისი თქმით, თბილისი მზად არის ეს წინადადებები შესთავაზოს მათ საერთაშორისო გარანტიებით.

”მჯერა, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, ხოლო მათი [სეპარატისტების] პატრონები და მანიპულატორები ვერ მიაღწევენ წარმატებას,” - დასძინა სააკაშვილმა.

თავის გამოსვლაში სააკაშვილი აშკარად შეეცადა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის მიმართ შემრიგებლური განცხადება გაეკეთებინა, მიესალმა რა მის ”ინოვაციურ ხელმძღვანელობას”. სექტემბრის დასაწყისში სააკაშვილმა გააკრიტიკა ის თბილისისთვის ”ამორალური და უბადრუკი რეკომენდაციების” მიცემის გამო აფხაზეთთან დაკავშირებით.

თავის გამოსვლაში სააკაშვილი ასევე შეეხო საქართველოს ხელისუფლების მიღწევებს ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ასევე სოლიდარობა გამოუცხადა ”საპროტესტო აქციის ასიათასობით მშვიდობიან მონაწილეს, ბერებს და ჩვეულებრივ მოქალაქეებს”, რომლებიც ბირმის მოსახლეობის თავისუფლებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
17 თებ.'18 14:10
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო
ლიტვის დამოუკიდებლობის აღდეგენის 100 წლისთავის აღსანიშნავად ვილნიუსში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ.
16 თებ.'18 16:05
მთავრობა მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივით გამოდის
ინიციატივის მიხედვით, მცირე მეწარმეებისთვის საგადასახადო განაკვეთი 5-ჯერ შემცირდება.
16 თებ.'18 13:50
ვიცე-პრემიერი ქუმსიშვილი ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრო
ვიზიტის ფარგლებში, ქუმსიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
15 თებ.'18 14:27
სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულს დამოუკიდებელი ორგანო გამოიძიებს
ახალი უწყება 2019 წლიდან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ბაზაზე შეიქმნება.
14 თებ.'18 17:24
საქართველო აშშ–ის დაზვერვის ყოველწლიურ ანგარიშში
აშშ–ის ეროვნულმა დაზვერვამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საფრთხეებს აფასებს.
14 თებ.'18 16:28
თავდაცვის რეფორმის თაობაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ლევან იზორიამ წვრთნებზე, ტოტალურ თავდაცვაზე და საბიუჯეტო პრიორიტეტბზე ისაუბრა.
14 თებ.'18 16:13
პარლამენტმა განაახლა მსჯელობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე
მმართველ გუნდში კვლავაც ნარჩუნდება აზრთა სხვადასხვაობა იმ ახალ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს.
13 თებ.'18 17:34
ჯანელიძე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრი ქუვეითის პრემიერ-მინისტრს, შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს შეხვდა.
13 თებ.'18 14:52
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
საქალაქო სასამრთლომ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა გასული წლის სექტემბერში მიუსაჯა.
13 თებ.'18 11:54
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარში
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  371.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
72