Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:21 - 21 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საგარეო დიპლომატია კონფლიქტებთან დაკავშირებით გააქტიურდა
/ 17 ნოე.'06 / 14:28
სივილ ჯორჯია

ბოლო კვირა გამოირჩეოდა საქართველოში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართული საერთაშორისო დიპლომატიური საქმიანობის გააქტიურებით. 

ამჟამად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა საქართველოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს მართავს, ხოლო 18 ნოემბერს სოხუმში ჩასვლას გეგმავს. 

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების საკითხი იქნა განხილული 15 ნოემბერს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის დანიელ ფრიდს შორის გამართულ შეხვედრაზე.

იმავე დღეს კარასინმა მოსკოვში ცალ-ცალკე მოლაპარაკებები გამართა  გაეროს სპეციალურ წარმომადგენელთან საქართველოში ჟან არნოსთან და ბრიტანეთის ელჩთან რუსეთში ენტონი ბრენტონთან, სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.

15 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სოხუმს ეწვია და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.   

გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრები არიან - ეს ჯგუფი აფხაზეთის სამშვიდობო პროცესშია ჩართული.   

მეგობართა ჯგუფი 2007 წლის იანვარში ჟენევაში გეგმავს შეხვედრას. გაეროში  საქართველოს ელჩის ირაკლი ალასანიას განცხადებით, შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილავენ წინადადებებს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული სამშვიდობო ოპერაციის შესაძლო ინტერნაციონალიზაციის თაობაზე. 

სეპარატისტული კონფლიქტების შესახებ იმსჯელეს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს, სადაც მან 15 ნოემბერს მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ პირებთან.

ამავდროულად, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერები, სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი მოსკოვს სტუმრობენ.

16 ნოემბერს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანიის "პირველი არხის" პოლიტიკურ თოქშოუში სახელწოდებით "თავად განსაჯეთ“ გამოსვლისას ბაღაფშმა თბილისი ზემო კოდორის ხეობაში "პროვოკაციული ქმედებების“ შედეგად მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაში დაადანაშაულა.
ივლისში ემზარ კვიციანის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ ქართულმა მხარემ ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა განათავსა.

სოხუმმა მოლაპარაკებების განახლების წინაპირობად ზემო კოდორის ხეობაში ივლისამდე არსებული სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა.

გარდა ამისა, პრეზიდენტ სააკაშვილს ნოემბრის ბოლოს მინსკში დაგეგმილ დსთ-ს ლიდერთა სამიტზე თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა სურს რუსეთ-საქართველოს შორის არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, რაშიც მთავარ ქვაკუთხედს სეპარატისტული კონფლიქტები წარმოადგენს.  

კრემლს ჯერ არ დაუდასტურებია, რომ ორმხრივი შეხვედრა შედგება. თუმცა ზოგიერთი ქართველი ექსპერტის შეფასებით, ორ პრეზიდენტს შორის პირისპირ შეხვედრა უფრო რეალური გახდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა.  


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
21 მაი.'13 18:21
ივანიშვილის კომენტარი მერაბიშვილის დაკავებაზე
„უნდა დაველოდოთ სასამართლოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
21 მაი.'13 17:32
უსუფაშვილი 17 მაისის მოვლენებამდე პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადებით უკმაყოფილოა
მისი თქმით, ამ განცხადებამ წააქეზა კონტრდემონსტრანტები, რომ ლგბტ უფლებადამცველების წინააღმდეგ ემოქმედათ.
21 მაი.'13 16:14
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავეს
პროკურატურის თქმით, მერაბიშვილი კორუფციული საქმიანობის ორ ეპიზოდთან დაკავშირებით დააკავეს, ხოლო უახლოეს პერიოდში 26 მაისის მოვლენებსა და გირგვლიანის საქმეზე ასევე წარედგინება ბრალი.
21 მაი.'13 11:59
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
„შეუწყნარებლობის ამგვარ ქმედებებს არ აქვს ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებებში“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.
21 მაი.'13 11:53
ღარიბაშვილი აზერბაიჯანს სტუმრობს
შინაგან საქმეთა მინისტრი 21 მაისს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
21 მაი.'13 11:42
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
ინციდენტთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
20 მაი.'13 20:40
ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაცია ჰომოფობიური თავდასხმების გახშირების შესახებ აფრთხილებს
საქართველოში ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში აცხადებს, რომ მთავრობა 17 მაისის ძალადობის გამოძიებას „ძალიან სერიოზულად“ ეკიდება.
20 მაი.'13 18:56
იუსტიციის საბჭოს რეფორმაზე საკანონმდებლო პაკეტი გამოქვეყნდა
საერთო სასამართლოების კანონში და მისგან გამომდინარე სამ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი 20 მაისს მოაწერა.
20 მაი.'13 17:10
საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენდირექტორს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
საქმეზე, რომელიც 65 მლნ ლარის გაფლანგვას ეხება, ეზუგბაიასთან ერთად ფიგურირებს შვიდი ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდათ.
20 მაი.'13 16:47
სააკაშვილი ვანუატუს პრემიერ-მინისტრს შეხვდა და აფხაზეთის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
„ეს არის პირველი პრეცენდენტი, როცა რუსეთმა განიცადა დიპლომატიურ ფრონტზე ძალიან სერიოზული მარცხი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
82

Visitors
Since July 1, 2001