Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 23:53 - 22 სექ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი: მითი რუსეთის ყოვლისშემძლეობის შესახებ ისტორიას ჩაბარდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'06 / 13:13

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გადაცემა "კურიერი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი სამხედრო ოფიცრის დაპატიმრებით რუსეთმა დიდი დარტყმა მიიღო.

"მითი მისი [რუსეთის] დაზვერვის სამსახურების ყოვლისშემძლეობაზე არის მხოლოდ მითი და ეს მითი ჩაბარდა ისტორიას“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის მიმდინარე წვრთნების და ასევე შავ ზღვაზე დაგეგმილი საზღვაო წვრთნების დრამატიზირება არ არის საჭირო. ერთადერთი რამ, რითიც რუსეთმა შესაძლოა უპასუხოს საქართველოს, არის "მცირე პროვოკაციები“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

ქვემოთ მოცემულია ინტერვიუს სრული ტექსტი:   

როცა ასეთი მასშტაბური სამხედრო წვრთნები ტარდება, საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, უნდა ჩააყენოს თუ არა რუსეთმა ქართული მხარე ამის შესახებ საქმის კურსში?

პირველად, მე მინდა გითხრათ, რომ ცოტა ზედმეტად ხდება დრამატიზირება ამ მანევრების. მე მინდა გითხრათ, რომ ალბათ ბოლო დროს არასოდეს არ ყოფილა ისე დაცული საქართველო, როგორც დღეს არის დაცული, რაც განპირობებულია საერთაშორისო მასშტაბით, საერთაშორისო ორგანიზაციებში, დასავლეთის მედიაში ასეთი სერიოზული მხარდაჭერით და არასოდეს არ ყოფილა რუსეთი ისეთი დაუცველი და სუსტი, როგორც არის დღეს, რადგან ის არის ძალიან დაბნეული და არაადექვატურ სპონტანურ ნაბიჯებს დგამს. მისი ეს მანევრებიც არის ჩვეულებრივი რეაქცია იმისათვის, რომ არ დაკარგოს სახე, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ არც ერთი წვრთნა ჩრდილოეთ ოსეთში, რომელიც ძალიან ხშირად ტარდება, არც შავ ზღვაზე მათი წვრთნა დღეს არ ემუქრება საქართველოს უსაფრთხოებას. ერთადერთი რაც შეიძლება მოხდეს, შეიძლება გაგრძელდეს პროვოკაციები, ვთქვათ, ცხინავლის რეგიონში, ან აფხაზეთში, რათა ყურადღების გადატანა მოხდეს ამ რეგიონებზე. ამიტომ მე რაიმე სერიოზულ საფრთხეს რუსეთის ქმედებაში ვერ ვხედავ, იმიტომ რომ რუსეთი არის ძალიან დაბნეული.

ალბათ ხედავთ, რომ ყოველ საათში, ყოველ დღე იცველება მისი რეაქცია. ისინი იმდენად დაბნეულები არიან, დიპლომატიების ოჯახის 100-მდე წევრის გასაყვანად 800 კაცზე გათვლილი თვითმფრინავები შეუკვეთეს და ასევე რადიკალურად იცვლება ხშირად მათი განცხადებეი.

მე მესმის, რადგან ეს არის რუსეთისთვის ძალიან უჩვეულო მდგომარეობა. ყოველთვის რუსეთს ჰქონდა უპირატესობა იმიტომ, რომ მას ჰქონდა საერთაშორისო მედიაში გასვლის უფრო უკეთესი საშუალება, მას ჰქონდა ბერკეტები იგივე გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მას  ჰქონდა უპირატესობა იმიტომ, რომ მანიპულირებდა საქართველოში, ტერიტორიის შიგნით, თბილისში, ცხინვალში, აფხაზეთში სხვადასხვა პროვოკაციებით და დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთი არის ჩვეულებრივი უსუსური ქვეყანა და მითი მისი დაზვერვის სამსახურების ყოვლისშემძლეობაზე არის მხოლოდ მითი და ეს მითი ჩაბარდა ისტორიას. რა თქმა უნდა, რუსეთისათვის განსაკუთრებით მტკივნეული არის ის, რომ ასეთი დარტყმა მას მიაყენა საქართველომ. ამიტომ მე მაინც ველი, რომ რუსეთი  ვერავითარ სერიოზულ პროვოკაციაზე ვერ წამოვა და თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამს, პირველ ყოვლისა, რუსული მხარე დაზარალდება.

რაც შეეხება დაკავებულ რუს ოფიცრებს, რომელთაც დღეს უკვე აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდეს. ისინი საქართველოში მოიხდიან სასჯელს სასამართლომ თუ მათი ბრალეულობა დაამტკიცა, თუ მათი ექსტრადირება მოხდება?

ამ გადაწვეტილებას შსს არ იღებს. ერთი რამ ფაქტია, ეს ადამიანები ზიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იმიტომ, რომ ის სამდღიანი ვადა, როდესაც ისინი იმყოფებოდნენ შსს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ამოიწურა და მე ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

მე ვთვლი, რომ უფრო სერიოზული და ჩვეთვის საგანგაშო არის არა ის მზვერავები, რომლებიც ასრულებდნენ სპეციალურ დავალებებს, არამედ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ძალიან მცირე გასამრჯელოს ფასად ყიდდნენ საქართველოს. მე მგონია, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს მსჯელობა და აქტიური მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებიც წლების განმავლობაში შეჩვეულები იყვნენ და ღიად თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ასეთი ადამიანების რაოდენობა ძალიან დიდია. მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი და კიდევ ერთხელ შევთავაზო იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში იღებდნენ გასამრჯელოს, ან სხვა ვალდებულებები აქვთ ადრე აღებული რუსეთის სპეცსამსახურების წინაშე და დღესაც აგრძელებენ ჯაშუშურ საქმიანობას, ინფორმაციის მიწოდებას, ეს არის ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. მე მინდა გითხრათ რომ დამარცხებების ლომის წილი, რომელიც იწვნია საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში, სწორედ ქართველი მოღალატეების სინდისზეა.

თუ გაქვთ ინფორმაცია, სად იმყოფება ძებნილი პიჩუგინი და როგორ აპირებთ მის დაკავებას ?

ჩვენი ინფორმაციით, პიჩუგინი კვლავაც იმყოფება რუსეთის სამხედრო ბაზის [ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის] ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო კანონმდებლობას იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. ჩვენ ვართ მართლები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩავატარებთ ოპერაციას ამ ტერიტორიაზე. უფრო მეტიც, რუსულ მხარეს აქვს საკმარისი ბერკეტები იმისათვის, რომ ეს ადამიანი გაიყვანოს საქართველოს საზღვრებს გარეთ. თქვენ იცით, რომ დიპლომატიურ მანქანებზე ვრცელდება დიპლომატიური ხელშეუხებლობა და რამოდენიმეჯერ შევიდა კიდეც რამოდენიმე დიპლომატიური მანქანა ამ სამხედრო ბაზაზე . თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, იგი იმყოფება სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე და ჩვენ ბლოკირებული გვაქვს ეს ბაზა და მხოლოდ დოკუმენტების შემოწმებით ვართ შემოფარგლულები.

უახლესი ამბები
22 სექ.'17 23:53
საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ქართველთა სახლების განადგურებას ეხმაურება
სოფელ ერედვში მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ხელისუფლება „გენოციდის გაგრძელებად“ აფასებს. 
22 სექ.'17 22:53
მთავრობამ აშშ-ში ლობირებისთვის თითქმის მილიონი დახარჯა
სულ ბოლოს მთავრობამ კომპანია StrateVarious LLC-სთან მოაწერა კონტრაქტს ხელი.
22 სექ.'17 17:17
კვირიკაშვილი: საქართველო იზრდება, ის არის სიცოცხლით სავსე და მტკიცე გამოწვევებთან ბრძოლაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
22 სექ.'17 17:00
ადგილობრივ არჩევნებზე 23 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 200-ზე მეტი საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
რამდენიმე დღეში საარჩევნო ადმინისტრაცია სარეგისტრაციო პროცედურებს დაასრულებს და კანდიდატთა საბოლოო სიებს გამოაქვეყნებს.
22 სექ.'17 12:00
პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. 
21 სექ.'17 18:36
რუსეთი სოხუმში საბაჟო პუნქტს გახსნის
პუნქტი მთელ აფხაზეთს მოიცავს, რუსეთის კანონმდებლობით იმუშავებს, მისი თანამშრომლები კი იმუნიტეტით ისარგებლებენ.
21 სექ.'17 18:19
მმართველი პარტია ბონუსის სისტემაზე უარს ამბობს
მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანების უფლება ექნებათ.
21 სექ.'17 17:49
რესპუბლიკური პარტია ერთნაირი სქესის მქონე პირთათვის სამოქალაქო პარტნიორობას ლობირებს
პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა.
21 სექ.'17 12:04
საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე გახდა
პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა OGP-ის თავმჯდომარეობა საფრანგეთის პრეზიდენტისგან ოფიციალურად გადაიბარა.
20 სექ.'17 17:58
რუსი მინისტრი: მოსკოვი სამხრეთ ოსეთის მიმართ აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს ‘ადასტურებს’
მინისტრი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ლევ კუზნეცოვი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალს სტუმრობს.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
62