Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 19:20 - 23 მაი.'13
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია და ხელისუფლება კოდორის ოპერაციაზე ერთმანეთს აკრიტიკებენ
/ 27 ივლ.'06 / 19:06
სივილ ჯორჯია

კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების მორიგ წყაროდ იქცა, რადგანაც ნაციონალურმა მოძრაობამ ოპონენტებს ბრალი დასდო იმაში, რომ "გვერდში არ დაუდგა ქვეყანას რთულ პერიოდში“.

როდესაც ემზარ კვიციანმა და მისი გასამხედროებული ჯგუფის "მონადირის“ წევრებმა 22 ივლისს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ დაგმეს ეს ნაბიჯი, თუმცა ხელისუფლებას მოუწოდეს თავი შეეკავებინათ ხეობაში ძალის გამოყენებისგან.

24 ივლისს ახალი მემარჯვენეების ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ კოდორში სპეცოპერაციის დაწყებაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა და "მონადირის" თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში დაბრუნების გზით ამ ჯგუფის ლეგალიზებისკენ მოუწოდა.  

მრეწველთა ლიდერმა, დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, რომ ის "ნებისმიერი სამხედრო ქმედებების“ წინააღმდეგია, თუმცა დასძინა, რომ მისთვის მიუღებელია "შეიარაღებული დაუმორჩილებლობა“.

მას შემდეგ რაც კოდორის ხეობაში 25 ივლისს, ხელისუფლების შეფასებით, ანტიკრიმინალური ოპერაცია დაიწყო, ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ დაგმო ემზარ კვიციანის ქმედებები, თუმცა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში არსებული ვითარება "ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის“ შედეგია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა 26 ივლისს განაცხადა, რომ "სააკაშვილის რეჟიმმა [კოდორის ხეობაში] ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი განახორციელა“. 

შვიდი ოპოზიციური პარტიის - კონსერვატორების, ახალი მემარჯვენეების, რესპუბლიკელების, მრეწველების, ლეიბოსტული პარტიის, პარტია თავისუფლების და სახალხო ფორუმის ლიდერები 26 ივლისს შეიკრიბნენ, რათა კოდორის ხეობაში არსებული ვითარება განეხილათ.   

27 ივლისს შვიდივე პარტიის ლიდერი კვლავ შეიკრიბა და ერთობლივი განცხადება გაავრცელა სახელწოდებით "კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, რომელშიც ნათქვამია, რომ "კოდორის ხეობაში განხორციელებული ავანტიურის ორგანიზატორთა ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი იყო გაუაზრებელი და იმპულსური ქმედებებით გამორჩეული საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ოპერაციის წამოწყებაზე სტრატეგიული თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან და მგრძნობიარე რეგიონში. სამწუხაროდ, ეს მიზანი მიღწეულ იქნა“.

"კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები ქვეყანაში არსებული იმ უმწვავესი კრიზისის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რისი უმთავრესი მიზეზიც სააკაშვილის ხელისუფლების უგუნური პოლიტიკაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანას ყველაზე დიდი საფრთხე იმ გარე თუ შიდა ძალებისგან ემუქრება, "ვინც ახალი შეიარაღებული დაპირისპირებით გეგმავს პოლიტიკური მიზნის მიღწევას“.

"საქართველოს ოპოზიციური პარტიები მთელს ჩვენს ძალისხმევას მივმართავთ საზოგადოების კონსოლიდაციისკენ სააკაშვილის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შესაცვლელად“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი არველაძემ 27 ივლისს ოპოზიციის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ "მათ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ზურგი შეაქციეს“.

დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო "გვერდზე გადაედო თავისი პოლიტიკური ამბიციები“  ქვეყნისთვის ამ ყველაზე მძიმე დროს და კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების წინააღმდეგ უსაფუძვლო კრიტიკისთვის გამოიყენა.

"ხელისუფლება მაინც გახდებოდა მათი [ოპოზიციის] კრიტიკის სამიზნე, რა ტაქტიკაც არ უნდა აგვერჩია ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, - განაცხადა  მან.

განსხვავებით სხვა ოპოზიციური პარტიებისა, საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ივლისს განაცხადა, რომ "კვიციანი პროვოკატორია, რომელიც შესაბამისად უნდა დაისაჯოს“. "...ეს არის პროვოკაცია, რომელიც შეიძლება მომხდარიყო ნებისმიერ რეგიონში და რომელსაც უნდა მოუაროს სახელმწიფომ. ეს არის მისი ვალდებულება“.

"ეს არის პროვოკაცია... ვინც დაიწყო ეს ოპერაცია, ის იქნება პასუხისმგებელი ყველაფერზე. ჩვენ პასუხს მოვთხოვთ ამაზე ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სავარაუდოდ, ოპოზიცია კიდევ უფრო გააძლიერებს ხელისუფებლის კრიტიკას კოდორის ოპერაციასთან დაკავშირებით, რადგანაც კვიციანმა გაქცევა მოახერხა და ამ ოპერაციას 27 ივლისს ერთი კოდორელი ქალბატონის სიცოცხლე შეეწირა.     

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
23 მაი.'13 19:20
ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მერაბიშვილის დაკავება არჩევნების წინ პარტიის ‘დემორალიზებას’ ისახავს მიზნად
მისი თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაკავება ივანიშვილის მიზნის ნაწილია, რომ „პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს“.
23 მაი.'13 16:44
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მერაბიშვილის დაპატიმრებაზე
„პოლიტიკური ოპონენტების გისოსებს მიღმა ჩასმა პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება“, განაცხადა მან.
23 მაი.'13 14:16
ორ სასულიერო პირს ბრალი წაეყენა 17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით
შსს-ს ცნობით, გამოძიება მანიფესტაციის უფლების უკანონოდ ხელყოფის და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს.
23 მაი.'13 13:46
აშშ ‘ყურადღებით აკვირდება’ მერაბიშვილის საქმის გამოძიებას
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნას აცილებული „პოლიტიკური ანგარიშწორების აღქმა ან რეალობა“.
23 მაი.'13 13:33
ჭიაბერაშვილმა გირაოს გადახდის შემდეგ საპატიმრო დატოვა
„მიმდინარეობს აშკარად პოლიტიკური დევნა“, განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
23 მაი.'13 12:29
პატრიარქი სინანულს გამოთქვამს 17 მაისს სასულიერო პირების ‘უზრდელი’ ქცევის გამო
საპატრიარქოს განცხადებით, აგრესიულ ქმედებებში მონაწილე რამდენიმე სასულიერო პირმა მთელ ეკლესიას მიაყენა ზიანი.
23 მაი.'13 11:21
მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ ჭიაბერაშვილს სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
22 მაი.'13 21:15
სასამართლო მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და კახეთის გუბერნატორისთვის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა.
22 მაი.'13 19:52
სააკაშვილი: 'დღეს ვასამართლებთ საქართველოს უახლოეს ისტორიას'
მისი თქმით, მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი არის „გზასაგასაყარი იმისა, თუ საით წავა საქართველო“. 
22 მაი.'13 17:12
ევროკავშირის რეაქცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავებაზე
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმეებს და მოელის, რომ „ის სამართლიანად, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად“ წარიმართება.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2011, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44

Visitors
Since July 1, 2001