Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 18:51 - 12 დეკ.'17
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა საბაჟო განაკვეთების ლიბერალიზაციის განხილვა გადადო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ივნ.'06 / 13:48

9 ივნისს პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილმა საბაჟო გადასახადის შესახებ კანონპროექტმა, რომლითაც 16–ის ნაცვლად 3 სახის საბაჟო გადასახადი დარჩება – 0%, 5% და 12%–იანი განაკვეთებით. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტი ორი კვირის შემდეგ დაუბრუნდება.

კანონპროექტის მიხედვით, ნულოვანი გადასახადით დაიბეგრება იმპორტირებული მანქანა–დანადგარები და ასევე გაუქმდება ე.წ სეზონური განაკვეთები, რომელიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობის იმ პროდუქციაზე მოქმედებს, რომელიც საქართველოში სეზონურად ჭარბად იწარმოება.

პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და ვიცე–სპიკერი ჯემალ ინაიშვილი, რომელიც ამავდროულად საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარეცაა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების 0%–იანი საბაჟო გადასახადით დაბეგვრას, რადგან მათი მტკიცებით, ეს ქვეყანაში აგრარულ სექტორს და ადგილობრივ წარმოებას დააზარალებს.

ამის მიუხედავად მთავრობაში განიხილება ყველა იმპორტირებულ პროდუქციაზე ნულოვანი განაკვეთის დაწესების წინადადებაც, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ დეპუტატები ამ შეთავაზებას დათანხმდნენ.  აქედან გამომდინარე, განიხილება კიდევ ერთი ალტერნატიული წინადადებაც მხოლოდ 0% და 12%–იანი განაკვეთების დაწესების შესახებ.

ნულოვან დაბეგვრას იმავე არგუმენტებით ეწინააღმდეგებიან ასევე ოპოზიციური ფრაქცია მრეწველების წარმომადგენლებიც, ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი კი აცხადებს, რომ მთავრობა იმპორტიორების ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს.

"ამ ინტერესების უკან დგანან კონკრეტული ადამიანები – გივი თარგამაძე [თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე], დავით კეზერაშვილი [ფინანსური პოლიციის უფროსი], ვანო მერაბიშვილი [შს მინისტრი]“, – აცხადებენ დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენლები.

"ჩვენს აგრარულ სექტორს, ჩვენს ფერმერებს ვაყენებთ არაკონკურენტუნარიან პირობებში... ჩვენი წარმოება როგორც აგრარული, ასევე სამრეწველო და გადამამუშავებელი კიდევ უფრო დაიძირება და გაჩერდება“, – განაცხადა ფრაქცია მრეწველების ლიდერმა ზურაბ ტყემელაძემ 9 ივნისს გამართულ ბრიფინგზე.

დღესდღეობით, ქვეყანაში 16 საბაჟო განაკვეთი მოქმედებს მინიმალური 6%–იდან 25–30%–მდე. მაქსიმალური განაკვეთით პრიორიტეტული ბრენდები – ღვინო და მინერალური წყლები იბეგრება, თუმცა ახალი ტარიფების მიღების შემთხვევაში, 2007 წლის იანვრიდან ეს განაკვეთები შესაძლოა მინიმუმ 12% და მაქსიმუმ 0%–მდე შემცირდეს.

 

უახლესი ამბები
12 დეკ.'17 18:51
დეპუტატები ქალთა სავალდებულო კვოტირების ინიციატივას მხარს უჭერენ
დეპუტატ ეკა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიღება 2018 წლის ადრეულ გაზაფხულზე იგეგმება. 
12 დეკ.'17 16:29
ჟენევასა და ბერლინში საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ახალი ელჩები უხელმძღვანელებენ
ვიქტორ დოლიძე და ელგუჯა ხოკრიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2018 წლის იანვრიდან შეუდგებიან.
12 დეკ.'17 02:01
კიევის სასამართლომ სააკაშვილი გაათავისუფლა
სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა სააკაშვილისთვის ორთვიანი შინაპატიმრობის შეფარდების თაობაზე.
11 დეკ.'17 17:42
კობახიძე: პრეზიდენტის არჩევა 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მიერ ‘ძალაში რჩება’
მისი თქმით, სისტემას ხარვეზები გააჩნია, თუმცა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ „პოლიტიკური კომპრომისის“ სახით ის ძალაში დატოვოს. 
11 დეკ.'17 17:27
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა
აქციის მონაწილეებმა ნარკოპოლიტიკის საკითხზე პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღება მოითხოვეს.
11 დეკ.'17 13:12
საქსტატი: 2017 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 594 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2017 წლის მესამე კვარტალში აზერბაიჯანიდან მოიზიდა.
09 დეკ.'17 18:26
ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფი რუსული ოკუპაციის ფონზე მხარდაჭერას უსვამს ხაზს
სხვა საკითხებთან ერთად ჯგუფი ეთნიკური დისკრიმინაციის, რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების საკითხებზე საუბრობს.
09 დეკ.'17 14:34
უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ სააკაშვილი დააკავა
ექს-პრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო და შესაძლოა შინაპატიმრობა შეეფარდოს.
08 დეკ.'17 17:21
ჯანელიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობს
საგარეო საქმეთა მინისტრმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა და მოუწოდა, რომ შეიქმნას ევროპა გავლენის სფეროების გარეშე.
08 დეკ.'17 11:45
საგარეო საქმეთა სამინისტრო იერუსალიმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება
სამინისტროს განცხადება მოჰყვა მმართველი პარტიის დეპუტატის ინიციატივას იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების თაობაზე.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2017, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19