მიხეილ ჯანელიძე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრება
Civil Georgia, Tbilisi / 4 Dec.'17 / 10:33

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე, 4-5 დეკემბერს ბრიუსელს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, ასევე - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს, და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს. 

ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც გაიმართება, რომელზეც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილება.

Civil.Ge © 2001-2017