ალასანია უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
Civil Georgia, Tbilisi / 3 Mar.'14 / 14:57

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თავის უკრაინელ კოლეგას იგორ ტენიუხს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილა.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ არსებული მდგომარეობის განმუხტვა მშვიდობიანი გზით მოხდება. მხარეებმა საქართველო- უკრაინის სტრატეგიულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს“, - იტყობინება თავდაცვის უწყება 3 მარტს სატელეფონო საუბრის შესახებ, რომლის დროსაც მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ „მუდმივ კავშირზე იქნებიან“.

Civil.Ge © 2001-2017