ჰომოფობიის წინააღმდეგ დეგეგმილ აქციას მართლმადიდებელი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 May.'13 / 13:00

მართლმადიდებელი აქტივისტების დიდი ჯგუფი, მათ შორის სასულიერო პირები, თბილისის ცენტრში არიან შეკრებილები, მათ შორის იმ ადგილას, სადაც ლგბტ პირთა უფლებადამცველები აქციის ჩატარებას გეგმავენ ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის განცხადებით გამხნევებული აქტივისტები, რომელთაგანაც ზოგიერთს ხელში უკავია ბანერები წარწერით „შეწყვიტეთ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა საქართველოში“, აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ უფლებას სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერებს, რომ რუსთაველზე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბონ. მართლმადიდებელი აქტივისტების მცირე ჯგუფმა და სასულიერო პირმა ძველი პარლამენტის შენობის წინ მთელი ღამე გაათენეს.

ლგბტ პირთა მხარდამჭერი აქციის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ყოფილი პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილი,  აცხადებენ, რომ სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქცია „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის“ ტოლფასი იქნება. „არ მინდა, რომ საქართველო სოდომი და გომორი გახდეს“, აცხადებს ერთ–ერთი მომიტინგე.

ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელთაც პარლამენტის ყოფილი შენობის და თავისუფლების მოედნის სიახლოვეს ჯებირები აღმართეს.  

Civil.Ge © 2001-2017