საქსტატი: აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Sep.'11 / 15:05

საქსტატმა განაცხადა 4 სექტემბერს, რომ წლიური ინფლაცია აგვისტოში 7.2%–მდე შემცირდა ივლისში არსებული 8.5%–დან.

საკვების, საწვავისა და ტრანსპორტის ფასები კვლავ ინფლაციის განმსაზღვრელ წამყვან მიმართულებებად რჩება.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე  წლიურმა ინფლაციამ 12% შეადგინა, შემცირდა რა ივლისში არსებული 16.6%–დან; სატრანსპორტო მომსახურების ფასები 23.8%–მდე, ხოლო საწვავის ღირებულება 20.5% –მდე გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც გასულ თვეში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 7.5%–მდე შეამცირა, განაცხადა, რომ ინფლაციის დონე მოსალოდნელზე სწრაფად მცირდება. წლიური ინფლაცია მარტში 14%–ს შეადგენდა, ხოლო ივნისში 10%–მდე დაიწია.

 

Civil.Ge © 2001-2017