წლიურმა ინფლაციამ მარტში 13.9% შეადგინა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Apr.'11 / 19:29

ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მარტში 13,9%–მდე გაიზარდა, იანვარში დაფიქსირებული 12.7%–დან, იტყობინება "საქსტატი“.

ამავე ცნობით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 28.8%–ით გაიზარდა და მარტში წლიური ინფლაციის წილში 11.9% შეადგინა.

ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ხილზე (65.5%-ით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით); პურპროდუქტებზე (25%) და ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (21.8%).

"საქსტატის" ინფორმაციით, მარტში საწვავზე ფასებმა 24.8%–ით მოიმატა.     

 

Civil.Ge © 2001-2017