წლიურმა ინფლაციამ იანვარში 12.3%–ს მიაღწია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Feb.'11 / 15:21

"საქსტატის" მიერ 4 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საქართველოში წლიური ინფლაციის დონე იანვარში 12.3%–მდე გაიზარდა –  ეს მაჩვენებელი დეკემბერში 11.2%–ს შეადგენდა.

არსებულ ინფლაციის მაჩვენებელში სურსათის გავლენა 10.2%–ს შეადგენს, იტყობინება "საქსტატი".  

იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 2.1% შეადგინა. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.5% იყო.

ხელისუფლება საქართველოში ინფლაციის ზრდის მიზეზად გარე ფაქტორებს, კერძოდ კი მსოფლიო ბაზრებზე საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას ასახელებს. თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ინფლაციის ზრდას ხელს უწყობს იმპორტიორი კომპანიების მიერ "კარტელური ტიპის გარიგებები ფასებზე“. ოპონენტები ასევე მოუწოდებენ მთავრობას ინფლაციის შესაჩერებლად ხარჯები შეამციროს.

 

Civil.Ge © 2001-2017